სიახლეები
სკოლები

„თქვენით დაიწყო ჩვენი გზა“ - მე-12 კლასელების ემოციური მიმართვა პედაგოგებს და ლამაზი ღონისძიება სუფსის საჯარო სკოლაში
22-05-2025
-
+


„ბოლო ზარი“ - პირველი ნაბიჯი ზრდასრული ცხოვრებისკენ, ერთი დიდი თავგადასავლის დასასრული და ახლის დასაწყისი, რომელსაც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის, სუფსის საჯარო სკოლის კურსდამთვრებულები ემოციური ღონისძიებით შეხვდნენ. ემოციური იყო საყვარელ მოსწავლეებთან დამშვიდობება პედაგოგებისა და სკოლის ხელმძღვანელობისთვისაც - ხუმრობა ხომ არ არის, ცოდნის ტაძარში, ერთ სივრცეში გატარებული 12 წელი... არადა თითქოს გუშინ შეაბიჯეს წიგნიერების ჯადოსნურ სამყაროში, სადაც  მასწავლებლების პროფესიონალიზმი ამდენი წელი უწევდათ მეგზურობას.

ახლა კი ცხოვრების ახალი ეტპი იწყება, როცა შეძლებენ, უკვე ზრდასრულ ცხოვრებაში გამოიყენონ მიღებული ცოდნა, იარონ წარმატების გზაზე და საკუთარი მიღწევებით გაახარონ უსაყვარლესი პედაგოგები... მანამდე კი ბოლო ზარი ირეკება და სკოლაში დილიდანვე შეიკრიბნენ მასწავლებლები, მოსწავლეები, მშობლები... „სასკოლო სივრცე სავსე იყო სიხარულით, სიყვარულითა და ნოსტალგიით, მოგონებებითა და ღიმილით. მოსწავლეები მადლიერებით აწვდიდნენ ყვავილებს და მადლობას უხდიდნენ მათთვის ძვირფას მასწავლებლებს მრავალწლიანი შრომისა და მათდამი გამოჩენილი განსაკუთრებული სითბოსა და სიყვარულისთვის. ადამიანებს, რომლებმაც არაერთი მნიშვნელოვანი ცოდნა და ღირებულება გადასცეს მათ“, - გვიამბობენ ემოციური დღის შესახებ სუფსის საჯარო სკოლის წარმომადგენლები.

ღონისძიების ოფიციალური ნაწილი გულისამაჩუყებელი სიტყვებით გაიხსნა. სუფსის საჯარო სკოლის დირექტორმა, ტარიელ ჯიჯიეშვილმა, თბილად მიულოცა კურსდამთავრებულებს სკოლის წარმატებით დასრულება და უსურვა გაბედული ნაბიჯები, თავდაჯერებულობა მომავალში. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსწავლეებმა დატოვეს არა მხოლოდ კედლები, არამედ კვალიც - სიყვარულის, ერთგულებისა და შრომისმოყვარეობისა.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას ესწრებოდა ლანჩხუთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ნინო ჩიტაძე, რომელმაც გულწრფელი სიტყვებით მიმართა დამსწრე საზოგადოებას. მან მადლობა გადაუხადა სკოლის პედაგოგიურ კოლექტივს თავდადებული შრომისთვის და მოსწავლეებს მიულოცა ახალი ეტაპის დაწყება:  „თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავალი... განათლება თქვენი ყველაზე მძლავრი იარაღია... გაუფრთხილდით მას და გამოიყენეთ ქვეყნისა და საკუთარი თავის კეთილდღეობისთვის“.

შემოქმედებითი ნაწილის დროს მე-12 კლასის მოსწავლეებმა მაყურებელს ლამაზი სანახაობა შესთავაზეს. შესრულდა სიმღერები, ცეკვები და ემოციური ლექსები. ზოგმა საკუთარი შემოქმედება წარადგინა, ზოგმაც მეგობრებისა და მასწავლებლებისადმი მიძღვნილი სცენები გააცოცხლა. ყველაფერი გულით იყო გაკეთებული და თითოეული წამი ტოვებდა წარუშლელ კვალს.

„ყველაზე ამაღელვებელი მომენტი კი მაშინ დადგა, როცა ერთ-ერთმა მოსწავლემ სცენიდან დედას მიმართა სიტყვით და მადლობა გადაუხადა გვერდით დგომისთვის. შემდეგ კი პირველ მასწავლებელს მიართვა ყვავილები და თქვა: „თქვენით დაიწყო ჩვენი გზა, და თქვენი სიტყვები მუდამ გულში დაგვრჩება. ვეცდებით, თქვენი რჩევა-დარიგება ყოველთვის გამოვიყენოთ ცხოვრებაში“ – ამ სიტყვებმა ცრემლიც კი მოჰგვარა არაერთ მაყურებელს.

ბოლო ზარის ხმა სუფსის საჯარო სკოლაში გულში ჩაწვდა ყველას – ის სიგნალია ახალი დასაწყისისა, მომავლის იმედისა და დაუვიწყარი მოგონებებისა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.


კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

საგანმანათლებლო დაწესებულებებს დამატებითი უფლებები განესაზღვრათ - ცვლილებები კანონში

ინსტრუქცია მასწავლებლებისთვის - სემესტრული ჩათვლა და განმავითარებელი შეფასება

მასწავლებლებისა და სპეცმასწავლებლების გამოცდებზე გამოყენებული ტესტები გამოქვეყნდა

საბავშვო ბაღების სია, რომელთა შესახებაც სპეციალური საბჭო იმსჯელებს ცნობილია

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პროექტის პრეზენტაციამ დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა

მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ, ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს

მწერალმა მოსწავლეები წიგნებითა დაასაჩუქრა

საინტერესო

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

გავრცელებული შეხედულებით ცაციაობა დაკავშრებულია არასტანდარტულ აზროვნებასთან - თქვენც ასე ფიქრობთ?

სიახლეები
საზოგადოება