| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქუთაისის N12 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სკოლაში წარმატებით მუშაობს ეკოკლუბი, რომლის წევრებიც გარემოსდაცვით საქმიანობაში აქტიურად არიან ჩართულნი.
ამჟამად, მოსწავლეები მასშტაბურ გარემოსდაცვით კონკურსში მონაწილეობენ, რომლის ფარგლებშიც სკოლის მე-9ბ კლასის მოსწავლეები, ეკოკლუბის წევრები - ნინო ფერაძე და ანასტასია მამრიკიშვილი კლუბის ხელმძღვანელ ნინო გაბადაძესთან ერთად, მიწვეულნი იყვნენ შემეცნებით შეხვედრაზე სათაფლიის მღვიმეში.
მოსწავლეებმა წარადგინეს თავიანთი ნამუშევრები, კონკურსში მონაწილეობდნენ სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები. მათ ერთად დალაშქრეს მიმდებარე ტერიტორია და საზოგადოებას საინტერესო ფოტომასალა შესთავაზეს.
სკოლაში მოსწავლეებს წარმატებას და ბევრ ახალ შემეცნებით ეკოთავგადასავალს უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად