სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N12 საჯარო სკოლის მოსწავლეები უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტს სტურმობდნენ
27-05-2025
-
+


ქუთაისის N12 საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს პროფესიული ორიენტაციის განსაზღვრაში ეხმარებიან და ამ მიზნით არაერთ აქტივობას სთავაზობენ. 

6 მაისს, ქუთაისის N12 საჯარო სკოლის მე-11ა კლასის მოსწავლეები, ბიოლოგიის მასწავლებლის დარეჯან კუჭუხიძის ხელმძღვანელობით, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის (აწსუ) მედიცინის ფაკულტეტს ესტუმრნენ.

ვიზიტის ფარგლებში, მოსწავლეები იმყოფებოდნენ უნივერსიტეტის სამედიცინო კორპუსში, სადაც მოისმინეს ამომწურავი და საინტერესო ინფორმაცია სამედიცინო ფაკულტეტის შესახებ. ასევე მონაწილეობა მიიღეს პრაქტიკულ აქტივობებში: გაეცნენ სხვადასხვა ტიპის მულაჟებზე მუშაობას, შეისწავლეს წნევის გაზომვის, პულსის განსაზღვრისა და სისხლის აღების პროცედურები.

ინტერაქტიული და პრაქტიკული ნაწილი წარადგინა პუნმოლოგმა გიორგი მღვდელაძემ, რომელმაც, თავის მხრივ, დეტალურად და ამომწურავად გააცნო მოსწავლეებს სამედიცინო სფეროს სპეციფიკა.

სკოლაში მადლობას უხდიან ბატონ გიორგი მღვდელაძეს თბილი მასპინძლობისა და საინტერესო შეხვედრისათვის.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება