| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეები სულიერ ღირებულებებსა და ქართულ ტრადიციებზე იზრდებიან. რა თქმა უნდა, სკოლაში განსაკუთრებულად აღინიშნა ოჯახის სიწმინდის დღე.
თარიღთან დაკავშირებით, სკოლა-გიმნაზიის მე-2გ კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის - ნარგიზა შელიას ხელმძღვანელობით, რამდენიმე აქტივობა განახორციელეს.
აღსანიშნავია საინტერესო აქტივობა „ოჯახის მზე“ - თითოეულმა მოსწავლემ დახატა თავისი ოჯახის წევრები, - ეს ყველა პატარა „სხივი“ ერთ დიდ მზედ ერთდება.
ასევე, დაამზადეს ხელნაკეთი ბარათები და დაწერეს რას აფასებენ მშობლებში და ყველაზე ძვირფას და საყვარელ ადამიანებს „თბილი ბარათი“ მიუძღვნეს. მოსწავლეებმა ასევე მოამზადეს ვიდეორგოლი - „რატომ მიყვარს ჩემი ოჯახი“.
აქტივობები მოსწავლეებისთვის საინტერესოსთან ერთად, მეტად შემენებითი აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად