სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მარტოობის თემა მუსიკასა და ქართულ ლიტერატურაში“ - ქუთაისის N12 სკოლის მოსწავლეებს ორი საგნის ინტეგრირებით შთამბეჭდავი გაკვეთილი ჩაუტარდათ
23-05-2025
-
+


ქუთაისის N12 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მრავალფეროვნებით გამოირჩევა და მიმართულია მოსწავლეთა მოტივირებასა და მრავალმხრივ განვითარებაზე. 

7 მაისს, ქუთაისის N12 საჯარო სკოლის VIIIა კლასში ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი თემაზე - „მარტოობის თემა მუსიკასა და ქართულ ლიტერატურაში“. სასწავლო პროცესს პედაგოგები - რუსუდან აბაშიძე და მაკა სართანია, ხელმძღვანელობდნენ, რომელთაც მე-8 კლასელების საინტერესო აქტივობები შესთავაზეს. 

საგაკვეთილო პროცესში მოხდა ერთ საკითხთან მიმართებით სხვადასხვა საგნის ინტეგრირების არეალის გამოკვეთა.

მოსწავლეებმა შეძლეს მოსმენილ მუსიკალურ ნაწარმოებში მარტოობის სახეების ამოცნობა, მოსმენილი მუსიკალური ფრაგმენტების გაანალიზება და წყვილებში მუშაობით მოსმენილ მუსიკალურ ნაწარმოებებში მუსიკის გამომსახველობითი საშუალებების ამოცნობა და ცხრილის შევსება. აგრეთვე ქართული და უცხოური ლიტერატურიდან, ფილმებიდან და ცხოვრებიდან გაიხსენეს მარტოობის თემასთან დაკავშირებული მაგალითები, გააანალიზეს და შეაფასეს პერსონაჟების ემოციები, განწყობა, განცდები, გამოხატეს პირადი დამოკიდებულება ადამიანის ცხოვრების, სულიერი მდგომარეობის შესახებ. მოყვანილი არგუმენტები ცხრილის გამოყენებით დაუკავშირეს მუსიკალურ ნაწარმოებს.

აღსანიშნავია, რომ საგაკვეთილო პროცესში ჩართული იყო სკოლის ფსიქო-სოციალური სამსახურის მუშაკი თამარ ჯანგიანი. საგანთა ინტეგრირება მოსწავლეებს დაეხმარა საკითხის ღრმად და მრავალმხრივად გააზრებაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება