სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მეორე მსოფლიო ომი და ქართველი პოეტები“- ქუთაისის N12 სკოლის მე-9 კლასელთა საინტერესო ინტეგრირებული გაკვეთილი 
23-05-2025
-
+


ქუთაისის N12 საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პრცესი მიმდინარეობს, რომელიც მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ემსახურება. პედაგოგები სწავლებისას სხვადასხვა მეთოდსა და სტრატეგიას მიმართავენ და მოსწავლეებს გაკვეთილებს უმრავალფეროვნებენ. 

7 მაისს, ქუთაისის N12 საჯარო სკოლის IX კლასში ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი თემაზე: მეორე მსოფლიო ომი და ქართველი პოეტები (მასწავლებლები: გოჩა ბაჯაძე და მაკა სართანია).

მოსწავლეებმა, გაკვეთილის მსვლელობის პროცესში, შეძლეს მეორე მსოფლიო ომის შესახებ შესწავლილი ინფორმაციის შეჯამება. დაასახელეს ომის დაწყების მიზეზები და შედეგები. რუკის მეშვეობით გადმსოცეს მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობის ძირითადი საბრძოლო მოქმედებები. განმარტეს, თუ რატომ ჩაერთო საქართველო მეორე მსოფლიო ომში და რა საფრთხეები იდგა მის წინაშე. ნახეს კადრი ფილმიდან - „ღიმილის ბიჭები“ და დაუკავშირეს გაკვეთილზე განსახილველ თემას. მოსწავლეებმა დაასახელეს თავიანთი ოჯახებიდან მეორე მსოფლიო ომში გაწვეული წინაპრები და ერთმანეთს მიაწოდეს მცირე ინფორმაცია მათ შესახებ. გააკეთეს ქართველი პოეტების მირზა გელოვანის, გიორგი ნაფეტვარიძისა და სევერიან ისიანის ბიოგრაფიის პრეზენტაციები. მხატვრულად წაიკითხეს პირადი წერილები, ლექსები. შექმნეს ნახატი. იმსჯელეს და შეაფასეს მათი განცდები, ემოციები, ფასეულობები, ზნეობრივი არჩევანი.

გაკვეთილის ბოლოს, მინი დისკუსიის სახით, იმსჯელეს, იყო თუ არა მეორე მსოფლიო ომი ქართველებისთვის სამამულო ომი. დასასრულ მოსწავლეებმა გააკეთეს ურთიერთშეფასება და თვითშეფასება.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, აღნიშნული აქტივობების შედეგად მოსწავლეებს განუვითარდათ ინფორმაციის მოპოვების, დახარისხების და არგუმენტირებული მსჯელობის, შემოქმედებითი უნარი. ასევე უკეთესად შეძლეს სასკოლო საგანთა შორის კავშირის დანახვა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

როდის უნდა ამობეჭდოთ და რა უნდა იცოდეთ საგამოცდო ბარათის შესახებ

ადმინისტრაციულ ტექნიკურ პერსონალს ხელფასი 20%-ის ფარგლებში გაეზარდა

გაკონტროლდება აღსაზრდელებისა და აღმზრდელების რაოდენობაც

საჯარო და კერძო სკოლებში სხვადასხვა საგნის პედაგოგების დასასაქმებლად ახალი ვაკანსიები გამოცხადდა

4 საგნის მასწავლებლები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ - NAEC გამოცდებზე

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

ახალქალაქის N1 საჯარო სკოლამ და კლასის დამრიგებელმა მე-5 კლასში გააცილეს თაობა, რომელიც მზად არის ახალი მწვერვალების დასაპყრობად

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება