სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ურავისა და ლიხეთის საჯარო სკოლების მე-12 კლასელებმა „ბოლო ზარი“ ერთობლივად აღნიშნეს - დირექციამ და პედაგოგებმა კურსდამთავრებულები ღონისძიებით გააცილეს
22-05-2025
-
+


ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ურავის საჯარო სკოლამ კიდევ ერთი თაობა გააცილა და წარმატებისკენ მიმავალი გზა დაულოცა. 

20 მაისს, მე-12 კლასელებისთვის ბოლო ზარი საზეიმოდ დაირეკა. გაიმართა გამოსამშვიდობებელი ღონისძიება.

ღონისძიებაში მთელი სკოლა აქტიურად იყო ჩართული.

მონაწილობდნენ როგორც დაწყებითი, ისე საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები, რომელთაც წარმოადგინეს მრავალფეროვანი ნომრები. მე-12 კლასელებმა სასკოლო ცხოვრების მნიშვნელოვანი ეპიზოდები გაიხსენეს, ზოგიერთი მათგანი გააცოცხლეს და პედაგოგებს შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს. 

ურავის საჯარო სკოლასთან ერთად, ერთ სივრცეში ლიხეთის საჯარო სკოლამაც აღნიშნა „ბოლო ზარი“, რადგან სკოლაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო ლიხეთის საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებს დროებით ურავის საჯარო სკოლა მასპინძლობს. 

აღსანიშნავია, რომ წელს როგორც ურავის ისე და ლიხეთის სკოლებს 2-2 მე-12 კლასელი ჰყავდა.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება