სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N12 საჯარო სკოლის მოსწავლეები ზოოლოგიის მუზეუმს სტუმრობდნენ
22-05-2025
-
+


ქუთაისის N12 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის საინტერესო გასვლითი ღონისძიება მოეწყო. 

8 მაისს, ქუთაისის N12 საჯარო სკოლის Vბ კლასის მოსწავლეები, მასწავლებლების - დარეჯან კუჭუხიძისა და რუსუდან აბაშიძის ხელმძღვანელობით, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის გ. კოკოჩაშვილის სახელობის ზოოლოგიის მუზეუმს ეწვივნენ.

მოსწავლეებმა დაათვალიერეს მუზეუმი, მოისმინეს ბიოლოგიის დოქტორის - თამარ ჭეიშვილის საინტერესო ლექცია მუზეუმში დაცული საოცარი ექსპონატების შესახებ და ცოდნა გაიმდიდრეს. 

ნანახმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მოსწავლეებზე. ლექცია კი ძალიან საინტერესო და შემეცნებითი იყო, რისთვისაც ქუთაისის N12 საჯარო სკოლაში მას დიდ მადლობას უხდიან. 

აღსანიშნავია, რომ ქუთაისის N12 საჯარო სკოლის მოსწავლეები გარდა იმისა, რომ იღებენ ხარისხიან ფორმალურ განათლებას, პედაგოგთა მხარდაჭერით, აქტიურად არიან ჩართულნი არაფორმალური განათლების პროექტებში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება