სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მარტვილის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართული ენის სიმდიდრეს ღონისძიება მიუძღვნეს
21-05-2025
-
+


მარტვილის N1 საჯარო სკოლაში საინტერესო ლიტერატურული ღონისძიება გაიმართა, რომელიც ქართული ენისა და კულტურის სიმდიდრეს მიეძღვნა. ღონისძიება მოიცავდა მრავალფეროვან თემატიკას, ზღაპრებიდან და ლეგენდებიდან დაწყებული ენათმეცნიერული საკითხებით დასრულებული. 

მოსწავლეებმა ღონისძიებაზე ხაზი გაუსვეს ქართული ხალხური ზღაპრების ზნეობრივ-აღმზრდელობით მნიშვნელობას.  მათ ასევე წარადგინეს ქართული ანდაზები და აფორიზმები, რომელიც ქართველი ხალხის სიბრძნეს ასახავს

დამსწრე საზოგადოებამ ასევე მოისმინა ძველი ლეგენდები და მითები, რომლებიც გადმოსცემდნენ ჩვენ წინაპართა ღირებულებებს.

მოსწავლეებმა ბარბარიზმების წინააღმდეგაც გაილაშქრეს და ქართული ენის სიწმინდის დაცვის აუცილებლობა აღნიშნეს. მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო ფრაზეოლოგიზმებს - მოსწავლეებმა საინტერესოდ ახსნეს სხვადასხვა ფრაზეოლოგიური ერთეულის მნიშვნელობა და წარმოშობა.

ღონისძიებაზე ასევე განიხილეს იბერიულ-კავკასიური ენები და ქართული ენის როლი. გაეცნენ სხვადასხვა ისტორიულ ხელნაწერებს. 

მონაწილეებმა საინტერესო პრეზენტაცია გამართეს და ისაუბრეს ჩვენს ლიტერატურულ მემკვიდრეობაზე. 

მოსწავლეებმა პოეზიაც აახმიანეს და ქართულ კულტურასა და ენის სიმდიდრეს ხოტბა შეასხეს. 

ღონისძიება საინტერესოდ წარიმართა და მოსწავლეებისთვის მეტად შემეცნებითი აღმოჩნდა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება