სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მარტვილის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები „ვეფხისტყაოსნის“ აზროვნების სათავეებთან
21-05-2025
-
+


მარტვილის N1 საჯარო სკოლა წლებია დგას მომავალი თაობების განათლების სადარაჯოზე. პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, დირექციის მხარდამხარ, თავს არ ზოგავს, რათა მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება, შეიძინონ ისეთი უნარები, რომლებიც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე წარმატების მიღწევაში დაეხმარებათ და რაც მთავარია, ქვეყანას მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების მქონე ახალგაზრდები აღუზარდონ.

ამ ჰოლისტური მიდგომების გათვალისწინებით, ადგილობრივი მოსწავლეები დიდი ინეტრესით ერთვებიან არა მხოლოდ საგაკვეთილო პროცესში, არამედ ზოგადად სასკოლო ცხოვრებაში და ისეთ აქტივობებშიც მონაწილეობენ, რომლებიც მიღებული ცოდნის განმტკიცებაში დაეხმარებათ.

ამის დასტურია საინტერესო, ინფორმაციული პრეზენტაცია, რომელიც მარტვილის N1 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს - „ვეფხისტყაოსნის“ აზროვნების სათავეებთან.

ბავშვებმა სიღრმისეულად განიხილეს ის მთავარი ღირებულებები, რომლებიც უკვდავ პოემას უდევს საფუძვლად; აქტივობის ფარგლებში ვრცლად ისაუბრეს პატრიოტიზმზე, მეგობრობაზე, თავგანწირვაზე, ფილოსოფიაზე, მოყვასის სიყვარულზე, განათლების მნიშვნელობაზე, სიყვარულის, სიმართლის ძალაზე; პრეზენტატორებმა იმსჯელეს პოემის მხატვრულ ღირებულებაზე...

ეს გახლდათ ნამდვილი სათავგადასავლო მოგზაურობა რუსთაველის შემოქმედების „ლაბირინთებში“, რომელიც მარტვილის N1 საჯარო სკოლის მეათეკლასელებს დაეხმარა ანალიტიკური უნარების დახვეწა-განვითარებაში.




კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება