სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„გახსოვდეთ, აქ მუდამ გელოდებიან სითბოთი და სიყვარულით!“ - ნიგვზიანის საჯარო სკოლიდან მე-12 კლასელები დიდი სიყვარულით გააცილეს
21-05-2025
-
+


ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანის საჯარო სკოლაში მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა. 

სკოლიდან კიდევ ერთი თაობა დიდი სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით გააცილეს.

მოსწავლეებმა მოაწყვეს გამოსამშვიდობებელი ღონისძიება, გაიხსენეს სკოლაში გატარებული წლები, საუკეთესო ეპიზოდები გააცოცხლეს, ერთმანეთს თეთრ მაისურებზე სურვილები დაუტოვეს და დირექციასა და პედაგოგებს გაწეული შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს. იყო ბევრი ემოცია და სევდანარევი სიხარული. 

ღონისძიების ბოლოს დირექციამ და პედაგოგებმა კურსდამთავრებულებს წარმატებული მომავლისკენ მიმავალი გზა დაულოცეს. 

„19 მაისი ნიგვზიანის საჯარო სკოლისთვის მნიშვნელოვანი დღე იყო. კიდევ ერთი განსაკუთრებული თაობა შეემატა ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულთა არმიას.

გვინდა, ნიგვზიანის საჯარო სკოლის 2024-2025 სასწავლო წლის მე-12 კლასელებს განსაკუთრებულად მოგილოცოთ ეს მნიშვნელოვანი დღე, რომელიც, ალბათ, გზაგასაყარია ბავშვობასა და ზრდასრულობას შორის.

დიდი სიყვარულით, გილოცავთ, სკოლის დასრულებას, ბედნიერ და სიკეთით აღსავსე მომავალს გისურვებთ.

გჯეროდეთ, რომ განწყობა და შრომისმოყვარეობა თქვენი წარმატებული ცხოვრების საწინდარია!

თქვენს ხელშია აწმყოცა და მომავალიც როგორც პირადი, ისე ჩვენი სამშობლოსი.

ჩვენს მზია მასწავლებელსაც ვულოცავთ სადამრიგებლო კლასის ბოლო ზარს.

ვიცით, რომ ეს დღე მისთვისაც მნიშვნელოვანია.

ალბათ, შეუმჩნეველი არავის დარჩენია მისი ემოციები, რომელსაც სევდანარევი სიხარული ჰქვია.

დაბოლოს, როგორც ყველას, თქვენც იმავეს გეტყვით: გახსოვდეთ, რომ ნიგვზიანის საჯარო სკოლის სახით, არსებობს ერთი დიდი ოჯახი, სადაც მუდამ გელოდებიან სითბოთი და სიყვარულით პატივისცემით, თქვენი მასწავლებლები!“,- ვკითხულობთ მასწავლებელთა მისალოც წერილში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია, რომელ სკოლებს მიენიჭება პრიორიტეტი - რეგისტრაციის ბოლო ვადა 25 სექტემბერია

„მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით არ უნდა შემოვიფარგლოთ“ - პატრიარქი განათლებაზე

სამინისტროსთან არსებული საკონსულტაციო საბჭო პედაგოგებისგან დაკომპლექტდება - ცნობილია ვინ გახდებიან წევრები

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„გპირდებით, სასწავლო პროცესი იქნება კიდევ უფრო საინტერესო, სახალისო და სასარგებლო“

სკოლის ეზო მხიარულებით და მოსწავლეთა გაბრწყინებული სახეებით აივსო

„ახალი სასწავლო წლის მოახლოება ყოველთვის დიდ ემოციებთან და სამზადისთანაა დაკავშირებული“...

„15 სექტემბერს თბილისის №219 საჯარო სკოლა ახალი სასწავლო წლის კარს განსაკუთრებული სიხარულითა და შემართებით გააღებს“
 
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება