სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქართული ენის დღესასწაული თბილისის N53 საჯარო სკოლაში 
21-05-2025
-
+


აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N53 საჯარო სკოლის მოსწავლეები ეროვნულ ღირებულებებსა და პატრიოტულ მოტივებზე იზრდებიან. ცხადია სკოლაში აქტიურად აღინიშნება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი თარიღები. რა თქმა უნდა, სასკოლო საზოგადოების ყურადღების მიღმა არ დარჩენილა დედაენის დღეს.

ამ მნიშვნელოვან თარიღს სკოლაში არაერთი ღონისძიებითა თუ აქტივობით გამოეხმაურნენ. 

მათ შორის, დედაენის დღე აღნიშნეს და საკუთარი პრეზენტაციები წარადგინეს მე- 5 კლასის მოსწავლეებმა. მოსწავლეებმა ქართული ენის მრავალსაუკუნოვან ისტორიაზე, დამწერლობის წარმოშობაზე ისაუბრეს და ფარნავაზ მეფე გაიხსენეს.  მე- 5 კლასის დამრიგებელი ნ.ბედელაძე გახლავთ, საგნის მასწავლებელი კი თ.უკლება.

ქართული ენის დღესასწაულს მე-4/3 კლასის მოსწავლეები, პედაგოგ ირმა მალანიას ხელმძღვანელობით ჩვეული აქტიურობით შეუერთდნენ. მოსწავლეებმა ხოტბა შეასხეს ქართულ ენას, ხაზი გაუსვეს მის სილამაზეს და აღნიშნეს ქართული ენის როლი ერის თვითმყოფადობის შენარჩუნებაში. 

მე-2 კლასელებმა კი ეს მნიშვნელოვანი ეროვნული დღესასწაული კალიგრაფიის მასტერკლასით აღნიშნეს. ბავშვებმა ორიგინალური ნამუშევრები შექმნეს, რისთვისაც სერტიფიკატები გადაეცათ. 

აქტივობები მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა, უკეთ გაიაზრეს ქართული ენის როლი და მისი სიწმინდის დაცვის აუცილებლობა. 

იხილეთ ფოტოები:

 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება