სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„რა არის სამშობლოს სიყვარული?“ - დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, სასწავლო პროექტის ფარგლებში, ფლეშმობი მოაწყვეს
21-05-2025
-
+


მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები ეროვნულ ღირებულებებზე იზრდებიან, დირექცია და პედაგოგები მათი პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ. ამ მიმართულებით სკოლაში არაერთი ღონისძიება თუ აქტივობა იმართება. 

ახლახან, მე-4 კლასის მოსწავლეებმა პროექტის - „რა არის სამშობლო“ ფარგლებში მოაწყვეს ერთგვარი ფლეშმობი თემაზე - „რა არის სამშობლოს სიყვარული?“

მე-4 კლასელებმა და „მე და საზოგადოების“ მასწავლებელმა და იმავდროულად, დირექტორმა დავით ნაჭყებიამ, მოსწავლე-მასწავლებლებს გააცნეს თავიანთი შეხედულება, ერთ-ერთი ვერსია სამშობლოს სიყვარულის განმარტების შესახებ.

ამ თვალსაზრისით, სამშობლოს სიყვარული არის 1. ოჯახის წევრების სიყვარული; 2. საქართველოში მცხოვრები ყველა ადამიანის სიყვარული; 3. ჩვენი კულტურული ფასეულობების პატივისცემა; 4. ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა; 5. ქართული ენის სიყვარული; 6. ქართული ლიტერატურის, ხელოვნებისა და მეცნიერების სიყვარული; 7. ქართული მიწის და ბუნების სიყვარული; 8. საქართველოს ისტორიის სიყვარული; 9. ქრისტიანული რწმენის პატივისცემა და ა.შ.

მოსწავლეებთან ერთად თავიანთი შეხედულებები გამოთქვეს მასწავლებლებმაც. მათ ისაუბრეს საქართველოს ისტორიის ეგზისტენციალურ მონაკვეთებზე, პატრიოტული გრძნობის აღზრდის მნიშვნელობაზე და ა.შ. 

იხილეთ ფოტო:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება