| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

20 მაისს საქართველოს სკოლებში მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არბოშიკის საჯარო სკოლიდან კურსდამთავრებულები დიდი სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით გააცილეს.
კურსდამთავრებულები მშობლიურ სასწავლო გარემოსა და საყვარელ პედაგოგებს გამოემშვიდობნენ, მათ შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს და პატივისცემა დაუდასტურეს.
დირექციამ და პედაგოგებმა კი ახალგაზრდებს სკოლის დამთავრება მიულოცეს და ბედნიერი მომავალი უსურვეს.
დღის ბოლოს, ახალგაზრდების თეთრი მაისურები მოსწავლე-მასწავლებელთა მისალოცი ტექსტებით, ემოციური მინაწერებითა და საუკეთესო სურვილებით შეიმკო.
„2024-2025 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებს ვულოცავთ სკოლის დამთავრებას, არბოშიკის სკოლის პედაგოგები ვაცილებთ ცხოვრების გზაზე ჩვენს მოსწავლეებს.წარმატებები ჰქონოდეთ მუდამ“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახალგაზრდების დიდ გულშემატკივრებად რჩებიან.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად