| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

რუსთავის N3 საჯარო სკოლის მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა.
სკოლიდან კიდევ ერთი თაობა დიდი სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით გააცილეს.
სკოლაში ფერადი, ხალისიანი და დასამახსოვრებელი ღონისძიება მოეწყო.
სკოლაში დამკვიდრებული ტრადიციისამებრ, კურსდამთავრებულებს პირველკლასელებმა ახალი შესაძლებლობებისა და წარმატებების გზა დაულოცეს და საჩუქრები გადასცეს.
მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრება მთელმა სკოლამ მიულოცა. დღის ბოლოს ახალგაზრდების თეთრი მაისურები ემოციური წარწერებით, მისალოცი ტექსტებითა და საუკეთესო სურვილებით შეიმკო.
კურსდამთავრებულებმა ასევე საყვარელი პედაგოგების ღვაწლი აღნიშნეს და მათ ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს.
დირექციამ და პედაგოგებმა კი მოსწავლეებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცეს და ნათელი მომავალი უსურვეს.
„კიდევ ერთხელ ვულოცავთ ჩვენს კურსდამთავრებულებს ცხოვრების მნიშვნელოვან გზაზე გასვლას. ვუსურვებთ მშვიდობასა და კეთილდღეობას!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად