სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N39 საჯარო სკოლიდან მე-12 კლასელები ღონისძიებით გააცილეს
21-05-2025
-
+


20 მაისს საქართველოს სკოლებში მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა. 

თბილისის N39 საჯარო სკოლიდან მე-12 კლასელები ღონისძიებით გააცილეს. მე-12 კლასელებმა სკოლის დმათავრება მასშტაბურად აღნიშნეს. „ბოლო ზარი“ - ღონისძიება, რომელიც მთელი ცხოვრება დარჩება ახალგაზრდების მეხსიერებაში, მართლაც შთამბეჭდავად წარიმართა. მე-12 კლასელებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მთელმა სკოლამ მიულოცა. 

მოსწავლეებმა თავის მხრივ პედაგოგებს შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს მასწავლებელთა როლი მათ სწავლა-განვითარებაში. 

დირექციამ და პედაგოგებმა კი მოსწავლეებს წარმატებული მომავლისკენ მიმავალი გზა დაულოცეს.

„ჩვენო ძვირფასო ბავშვებო! დღეს, თბილისის N39 საჯარო სკოლაში ბოლო ზარი დაირეკა!! ბოლო ზარი....რომელიც ერთდროულად სიხარულთან და ცრემლთან არის დაკავშირებული. ემშვიდობებით მშობლიურ სკოლას, კლასს, მერხს, საყვარელ მასწავლებლებს. ეს დღე...ყველა ადამიანის ცხოვრებაში მართლაც დაუვიწყარია. დღე...რომელზედაც მუდმივად ოცნებობდით.... მაგრამ ახლა გული გწყდებათ. სკოლა ხომ ცოდნის პატარა ტაძარია. აქედან იწყებს ადამიანი თვალსაწიერის გაფართოებას, ახლის შეცნობას, კულტურას და ზნეობას. სკოლა, ერთი შეხედვით, ადგილია, სადაც განათლება უნდა მიიღოთ, მეორე მხრივ კი, ეს საშუალებაა ურთიერთობების შესასწავლად. სკოლა მუზეუმია, თქვენ, მოსწავლეები.... ქანდაკებები, ხოლო მასწავლებლები ხუროთმოძღვრები. ხუროთმოძღვრები ქანდაკებებს გარშემო უვლიან 12 წლის განმავლობაში დაუღალავად. ამ წლების განმავლობაში... გძერწავენ მასწავლებლები სასურველი შედეგის მიღებამდე. ბოლოს კი კმაყოფილი სახით ჩაგიხუტებენ და დაგილოცავენ გზას სხვა მუზეუმების დასამშვენებლად... თავის მხრივ კი ხუროთმოძღვრებიც ვიამაყებთ ჩვენი შემოქმედებით გილოცავთ სკოლის დამთავრებას. გისურვებთ წინსვლას, წარმატებას და ბედნიერ მომავალს ცხოვრების ყველაზე გრძელ და რთულ გზაზე. მიყვარხართ უსაზღვროდ და უკიდეგანოდ. გვეამაყებით და გვეიმედებით ჩვენო ძვირფასო ბავშვებო“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება