სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ყველა ნათელი ოცნება აგსრულებოდეთ!“ - დირექტორის ამაღელვებელი მიმართვა და მე-12 კლასელთა საზეიმო გაცილება რუსთავის N23 საჯარო სკოლაში
21-05-2025
-
+


20 მაისს საქართველოს სკოლებში მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა. 

ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ რუსთავის N23 საჯარო სკოლამ კიდევ ერთი თაობა საზეიმოდ გააცილა და მათ წარმატებული მომავლისკენ მიმავალი გზა დაულოცა. 

მე-12 კლასელებმა სკოლის დამთავრება სასკოლო საზოგადოებასთან ერთად აღნიშნეს. 

მცირე საკონცერტო ნომრების შემდეგ მოსწავლეებს ეს მნიშვნელოვანი დღე მიულოცეს მშობლებმა, პედაგოგებმა, დირექციამ. დასასრულს კი უკვე კურსდამთავრებულებს მიმართა და გზა დაულოცა სკოლის დირექტორმა - მზია კიწმარიშვილმა.

„ჩემო ძვირფასო მე-12 კლასელებო, გილოცავთ სკოლის დამთავრებას. საგზლად ერთ შეგონებას გატანთ: არასოდეს მოიხედო უკან. იქ არაფერია ისეთი რაც არ იცი... სამაგიეროდ წინ კარგად გაიხედე და ეცადე თვალი გაუსწორო მას, რადგან ცხოვრება მოულოდნელობებით არის სავსე. ყველა ნათელი ოცნება აგსრულებოდეთ...“,- მიმართა ახალგაზრდებს დირექტორმა და კურსდამთავრებულებს ბედნიერი მომავალი უსურვა. 

ახალგაზრდების თეთრი პერანგები დღის ბოლოს სასკოლო საზოგადოების  ემოციური წარწერებით, მისალოცი ტექსტებითა და საუკეთესო სურვილებით შეიმკო. 

მე-12 კლასელები სასკოლო საზოგადოებამ სკოლიდან დიდი სიყვარულით გააცილა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება