სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„იარეთ თავდაჯერებით და სიყვარულით!“ - საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის დირექტორის მიმართვა კურსდამთავრებულებს
21-05-2025
-
+


20 მასის საქართველოს სკოლებში მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა. 

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლაში არაერთი წარმატებული თაობა აღზრდილა, რომელთა გაცილებაც სასკოლო საზოგადოებისთვის სასიხარულოსთან ერთად სევდისმომგვრელია. 

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის დირექტორი, ახალგაზრდების დიდი მხარდამჭერი და გულშემატკივარი, ლალი მელივა მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრებას დიდი სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით ულოცავს. 

„ძვირფასო კურსდამთავრებულებო, მშობლებო, კოლეგებო! დღეს ჩვენი სკოლის ისტორიის კიდევ ერთი ფურცელი გადავშალეთ, კიდევ ერთი კლასის მოსწავლეებს ვუშვებთ ცხოვრების რთულ გზაზე, რაც ერთდროულად საამაყოცაა და სასიხარულოც!

ბედნიერი ვარ, რომ თქვენმა ზრდა-განვითარებამ ჩვენ თვალწინ გაიარა. ეს იყო რთული, შრომატევადი და იმედით სავსე პროცესი. გასწავლეთ სიკეთის, ადამიანობის, განათლების ფასი და მჯერა, რომ ჩვენს ქვეყანას ღირსეულ თაობას ვუზრდით.

მინდა გითხრათ, რომ ცხოვრება მარტივი არაა. ის უამრავ ცდუნებას გვთავაზობს. იყავით ძლიერები! ნუ დაივიწყებთ ოცნებებს, დაისახეთ რეალური მიზნები და იბრძოლეთ მათ შესასრულებლად.

მინდა, თითოეული თქვენთაგანი იყოს ბედნიერი. ნუ დაუწყებთ ძებნას ბედნიერებას სადმე სხვაგან, ის არც მარტო ფულშია და არც კარიერაში. იყავით ადამიანები: გიხაროდეთ სხვისი სიხარული და გტკიოდეთ სხვისი ტკივილი!

ნუ ივლით ქვეყნად ღირსების გარეშე! არ დაგავიწყდეთ, რომ სამშობლოში ოჯახის სახე ხართ და მის გარეთ ქვეყნის წარმომადგენელი! მინდა ღირსეულად ატაროთ ტვირთი, რომელიც უფალმა განგისაზღვრათ!

დროა ზარები შევცვალოთ ცხოვრების მელოდიით, აღარ არის საშინაო დავალებები, მაგრამ იწყება ახალი გამოწვევები, თამამად გადადგით ნაბიჯი, არ შეგეშინდეთ დიდი მიზნების, იარეთ თავდაჯერებით და სიყვარულით!

და ბოლოს, მინდა შეგახსენოთ გენიალური სიტყვები: „ადამიანისათვის ყველაზე ძვირფასი სიცოცხლეა, სიცოცხლე მას ეძლევა მხოლოდ ერთხელ და საჭიროა ისე იცხოვრო, რომ მწვავედ არ გტკიოდეს გული უმიზნოდ გატარებული წლების გამო“.

ღმერთმა წარმატება და ბედნიერი დღეები გიმრავლოთ! უფალი გფარავდეთ!!“,- აღნიშნავს 

- ლალი მელივა, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის დირექტორი და ახალგაზრდებს წარმატებული მომავლისკენ მიმავალ გზას ულოცავს. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება