| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თბილისის N64 საჯარო სკოლამ კიდევ ერთი თაობა საზეიმოდ გააცილა და მათ წარმატებული მომავლისკენ მიმავალი გზა დაულოცა.
20 მაისს, მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმო ვითარებაში დაირეკა. კურსდამთავრებულები სკოლიდან დიდი სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით გააცილეს.
მოსწავლეებმა პედაგოგებს შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს მასწავლებელთა როლი მათ სწავლა-განვითარებაში. ბავშვობასთან, მასწავლებლებთან, სკოლასთან გამომშვიდობება მე-12 კლასელებისთვის მეტად ემოციური და ამაღელვებელი აღმოჩნდა. ამ დღის ემოციები მთელი ცხოვრება დარჩება მათ მეხსიერებაში.
ახალგაზრდების თეთრი პერანგები დღის ბოლოს სასკოლო საზოგადოების ემოციური წარწერებით, მისალოცი ტექსტებითა და საუკეთესო სურვილებით შეიმკო. მოსწავლეებმა სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს და ემოციებით დატვირთულებმა, გახარებულებმა და იმავდროულად თვალცრემლიანებმა დატოვეს მშობლიური სკოლა, წინ კი დიდი და საინტერესო გზა აქვთ, სულ მალე ეროვნული გამოცდები და სტუდენტური ცხოვრება ელოდებათ.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად