| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდრის საჯარო სკოლამ დღეს კიდევ ერთი თაობა გააცილა.
სკოლაში მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა. მოსწავლეები სკოლაში თეთრი მაისურებით გამოცხადდნენ და სურვილები გაცვალეს, სკოლაში გატარებული მნიშვნელოვანი მომენტებიც გაიხსენეს და პედაგოგებს კი შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს.
დირექციამ და პედაგოგებმა კი კურსდამთავრებულები სკოლიდან დიდი სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით გააცილეს და ახალგაზრდებს გზა დაულოცეს.
„დღეს განსაკუთრებული დღეა სკოლის ცხოვრებაში. კიდევ ერთი თაობა დაასრულებს სკოლას და გავა ცხოვრების დიდ გზაზე. მარიამ, მარიამ, დემური და ლევან გილოცავთ სკოლის დამთავრებას! თქვენ საუკეთესო წლები გაატარეთ მშობლიურ სკოლაში. ეს იყო სიყვარულის, მოლოდინის, ახლის შეცნობის, განვითარების, ურთიერთობების და თანამშრომლობის მნიშვნელოვანი წლები. გვჯერა თქვენ შეძლებთ საკუთარი თავის დამკვიდრებას, რადგან გაქვთ საკმარისი ცოდნა,უნარები და გამოცდილება. თქვენ 12 წლის განმავლობაში ბევრი წარმატება მოუტანეთ საკუთარ თავს და მშობლიურ სკოლას. მადლობა თქვენ ყველა აქ გატარებული დღისთვის.
გილოცავთ სკოლის დამთავრებას. ვულოცავთ თქვენს ოჯახებს. გისურვებთ წარმატებულ და ბედნიერ მომავალს. გვჯერა იქნებით ღირსეული ადამიანები და ასახელებთ თქვენს ოჯახს და მშობლიურ სკოლას“,- აღნიშნულის სკოლის დირექციის მისალოც წერილში.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად