სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ანბანის გაცილება“ და პირველკლასელთა „ჯადოსნური“ ღონისძიება ფლევის საჯარო სკოლაში
20-05-2025
-
+


ნიკო ნიკოლაძის სახელობის, ხაშურის მუნიციპალიტეტის, ფლევის საჯარო სკოლა წლებია დგას მომავალი თაობების განათლების სადარაჯოზე. პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, დირექციის მხარდამხარ, თავს არ ზოგავს, რათა მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება, შეიძინონ ისეთი უნარები, რომლებიც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე წარმატების მიღწევაში დაეხმარებათ და რაც მთავარია, ქვეყანას მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების მქონე ახალგაზრდები აღუზარდონ.

ეს საძირკველი კი დაწყებითი საფეხურიდანვე იყრება, როდესაც სკოლის ყველაზე უმცროსი წარმომადგენლები საოცარი ემოციებით იწყებენ მშობლიური ანბანის დასწავლას და სასწავლო წლის დასასრულს, ასეთივე საოცარი ემოციებით ეთხოვებიან მას, რათა სექტემბერში უფრო დიდი შემართებით ეზიარონ ცოდნას.

ამჯერადაც ულამაზესი ღონისძიებით გააცილეს ფლევის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანი. ეს გახლდათ ნამდვილი დღესასწაული და გულწრფელი ემოციების ზღვა;

აქტივობას კლასის დამრიგებელი, ნონა ხაჩიძე ხელმძღვანელობდა, რომელმაც სკოლის დირექტორთან ერთად, ჯადოსნური დღე-სასწაული აჩუქა პატარებს.


„მორიგი სასიამოვნო და საინტერესო დღე ფლევის საჯარო სკოლის ცხოვრებიდან, პირველკლასელთა დღესასწაული - „ანბანის გაცილება". იყო გულწრფელი ემოციები, მადლიერება, სიხარული, რომელიც სასწავლო წლის წარმატებით გავლამ მოგვანიჭა“, - ასე გამოეხმაურა ფლევის საჯარო სკოლა მართლაც დაუვიწყარ ღონისძიებას, სადაც მასწავლებელმა და დირექტორმა ისეთივე მაისურები მოირგეს, როგორებიც ბავშვებს ეცვათ და კიდევ ერთი დაუვიწყარი ღონისძიება აჩუქეს მშობლიურ სკოლას.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება