| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თბილისის N141 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საგნებთან ერთად ჰუმანურობას, ემპათიას, სიკეთის კეთებას, სითბოსა და სიყვარულის გაზიარებას ასწავლიან და მომავალ თაობას სწორ ღირებულებებზე ზრდიან.
ახლახან, მოსწავლეები, სკოლის სახელით, სამოქალაქო განათლების პროექტული სწავლების ფარგლებში, ხანდაზმულთა სახლს „იმედი“ სტუმრობდნენ.
მოსწავლეებმა მოხუცებს ერთი ლამაზი დღე აჩუქეს და საჩუქრებიც მიართვეს.
„სითბო, ყურადღება და გულწრფელი ემოციები გავუზიარეთ ხანდაზმულებს. მოხალისეობრივი საქმიანობა ახალგაზრდებს დაეხმარება მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში და მომავალში წაახალისებს მათ ჩართულობას საზოგადოებრივი პრობლემების მოგვარების პროცესში“,- გვეუნბებიან სკოლაში და პროექტის მნიშვნელობას უსვამენ ხაზს.
„უღრმესი მადლობა გვინდა გადავუხადოთ სკოლის დირექტორს, ქალბატონ მაკა სამუშიას, მასწავლებლებს, მოსწავლეებს და მათ მშობლებს პროექტში აქტიური მონაწილეობისა და მხარდაჭერისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ვიდეო ბმულზე
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად