სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კერძო სკოლა „ანაბასისის“ საერთაშორისო წარმატება
20-05-2025
-
+


კერძო სკოლა „ანაბასისის“ მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ საერთაშორისო საგანმანათლებლო კონფერენციებში. მათი ჩართულობა უკვე გასცდა ქვეყნის საზღვრებს - მას თვალს ადევნებენ უცხოელი კოლეგებიც.

ამჯერად, ვიეტნამის კონ ტუმის პროვინციის საჯარო სკოლის პედაგოგი სუონგ ტრუონგი და ჰანოის ეროვნული პედაგოგიური უნივერსიტეტის ლექტორი დაუკავშირდნენ სკოლა „ანაბასისის“ ინგლისური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს - ნანა ფერაძეს.

„მოხარული ვიქნები და დიდ სამსახურს გაუწევთ ჩემს მოსწავლეებს, თუ ითანამშრომლებთ ჩვენთან. უამრავ პროექტში გიხილეთ. თქვენი და თქვენი მოსწავლეების აქტიურობა ჩემთვის მისაბაძი მაგალითია. მოუთმენლად ველი ჩვენს ერთობლივ ვებინარს“,- ვკითხულობთ მათ მიერ გამოგზავნილ წერილში.

პედაგოგმა ნანა ფერაძემ შეთავაზება სიამოვნებით მიიღო და ვიეტნამელ კოლეგასთან ერთად დაგეგმა მოსწავლეთა მომზადება ერთობლივი ვებინარისთვის. პროექტის თემად შეირჩა ხელოვნური ინტელექტი. საერთაშორისო ვებინარი გაიმართა Global Education Network (GEN)-ის ორგანიზებით ჰანოის ეროვნული პედაგოგიური უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად.

სკოლა „ანაბასისის“ მე-7 კლასის მოსწავლეებმა ინგლისურ ენაზე წარმადგინეს შთამბეჭდავი პრეზენტაციები თემაზე - „ხელოვნური ინტელექტი“. ვებინარში ვიეტნამელი მოსწავლეებიც მონაწილეობდნენ.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ღონისძიება გამოირჩეოდა მაღალი აკადემიური დონით და შექმნა უნიკალური სივრცე ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებისთვის. ის მნიშვნელოვან შესაძლებლობას წარმოადგენდა როგორც პროფესიული, ისე პიროვნული ზრდისთვის.

„ვებინარი გამორჩეული იყო ინფორმაციულობით, ინოვაციური იდეებითა და კრეატიული ხედვით — რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენს მოსწავლეებში ციფრული ტექნოლოგიებისადმი დიდ ინტერესსა და მზაობას. დიდი მადლობა Global Education Network (GEN)-ის  საინტერესო ვებმინარის ორგანიზებისათვის, ვიეტნამელ პედაგოგებს  ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის, ჩვენს მოსწავლეებს — მაღალი დონის პრეზენტაციებისთვის და ქალბატონ ნანა ფერაძეს — თავდადებისა და მოტივაციისთვის, რაც ყველაფრის საფუძველია! თანამშრომლობას ალტერნატივა არ აქვს! ის ამდიდრებს ჩვენს მოსწავლეებს და აძლევს შესაძლებლობას, გახდნენ მსოფლიოს განათლებული  საზოგადოების აქტიური წევრები“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

როდის უნდა ამობეჭდოთ და რა უნდა იცოდეთ საგამოცდო ბარათის შესახებ

ადმინისტრაციულ ტექნიკურ პერსონალს ხელფასი 20%-ის ფარგლებში გაეზარდა

გაკონტროლდება აღსაზრდელებისა და აღმზრდელების რაოდენობაც

საჯარო და კერძო სკოლებში სხვადასხვა საგნის პედაგოგების დასასაქმებლად ახალი ვაკანსიები გამოცხადდა

4 საგნის მასწავლებლები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ - NAEC გამოცდებზე

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

ახალქალაქის N1 საჯარო სკოლამ და კლასის დამრიგებელმა მე-5 კლასში გააცილეს თაობა, რომელიც მზად არის ახალი მწვერვალების დასაპყრობად

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება