სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ალექსანდრე წულაძე მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრებას ულოცავს, მასწავლებლებსა და მშობლებს კი მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის
20-05-2025
-
+


საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრებას ულოცავს. სამინისტროს მიერ გავრცელებულ მისალოც ტექსტს უცვლელად გთავაზობთ.

 „ძვირფასო ახალგაზრდებო,

გულითადად გილოცავთ სკოლის დასრულებას – თქვენი ცხოვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპის წარმატებით გადალახვას!

ყველა თქვენგანის გული და გონება სავსეა სკოლის წლებთან დაკავშირებული განუმეორებელი მოგონებებით და უამრავი გეგმითა და ოცნებით, რომლებსაც აუცილებლად განახორციელებთ.

განსაკუთრებული მადლობა თითოეულ თქვენს მასწავლებელს და მშობელს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის – და მადლობა თქვენ, რომ ეს გზა შრომით და პასუხისმგებლობით გაიარეთ.

წინ გელით ახალი, კიდევ უფრო საინტერესო ეტაპი – სტუდენტობის წლები, პროფესიული არჩევანი, ახალი მეგობრები, იდეები და განვითარების ახალი შესაძლებლობები. გისურვებთ, რომ ამ გზაზე დიდი და წარმატებული ნაბიჯებით იაროთ.

შრომა და მიზანდასახულობა ყოველთვის იძლევა შედეგს. ღრმად ვარ დარწმუნებული, სკოლაში მიღებული ცოდნა და გამოცდილება თავდაჯერებულობას და გამბედაობას  შეგმატებთ წარმატებისკენ.

გისურვებთ ნათელ მომავალს და თქვენი მიზნების მიღწევას!“- აღნიშნულია მინისტრის მისალოც ტექსტში.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„რას გავაგრძელებთ? მაგალითად, საქართველოს VI-VIII საუკუნეების ისტორიას თავიდან დავუბრუნდებით? როდის? მეოცე საუკუნის განხილვის შემდეგ?“

არასრულწლოვანი, რომელმაც ახალციხეში სილამაზის სალონი და 9 ავტომობილი გაქურდა, ერთი კი მოიპარა, დაკავებულია

უმაღლესების საყურადღებოდ - პროგრამების ექსპერტთა ატესტაციები გამოცხადდა

მასწავლებლობის მაძიებლებს გავლილი აქტივობები შეუნარჩუნდებათ და გრძელვადიანი პროგრამიდან მოკლევადიანზე გადასვლა შეეძლებათ - ყველა ცვლილება ცნობილია

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

ახალი სასწავლო წელი ტვიშის საჯარო სკოლაში რეგულაციების დაცვით დაიწყო

მოსწავლე-მასწავლებლებმა სასწავლო პროცესის განახლება ერთად ზღაპრული ღონისძიებით იზეიმეს

რობერტ კოხრეიძემ და ნიკა კახიძემ კი წარმატებით ჩააბარეს IELTS-ის საერთაშორისო გამოცდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება