სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N16 სკოლის მე-12 კლასელთა გარეპილი სასკოლო ცხოვრება,  ამაღელვებელი „ბოლო ზარი“ და ემოციური გაცილება 
20-05-2025
-
+


დღეს საქართველოს საჯარო სკოლებში „ბოლო ზარი“ დაირეკა. 

ქუთაისის N16 საჯარო სკოლაში სასწავლო წლის მიწურული ყოველთვის ემოციურია. სკოლაში არაერთი წარმატებული თაობა აღზრდილა, რომელთან გამომშვიდობებაც დირექციისა და პედაგოგებისთვის დიდ სიხარულთან ერთად, სევდანარევია. 

სკოლის კურსდამთავრებულებს ცრემლმორეული დაემშვიდობნენ დამრიგებელი ნესტან მანასიანი და პედაგოგები.

„12 წელზე გაცილებით მეტია რაც მეგობრები არიან. ოღონდ მეგობრები, ნამდვილი, ისეთი როგორსაც ეძებენ და ვერ პოულობენ, ისეთი რომელზეც წერენ რომანებსა და ზღაპრებში....... ყველაფერი ეს კი ჩვენს N16 საჯარო სკოლაში რეალურად, პატარა სამეგობროში ხდება. ჩვენ, პედაგოგებს  მართლა გაგვიმართლა,  რომ სრულფასოვნები ავღზარდეთ  და მათი მასწავლებლები გვქვია...“,- აღნიშნავენ მასწავლებლები და მოსწავლეებს გზას ულოცავენ. 

ბავშვობასთან, სკოლასთან და მასწავლებლებთან გამომშვიდობებმა ამაღელვებელი და ემოციურია მოსწავლეებისთვისაც. მათ პედაგოგებს შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს და დაჰპირდნენ, რომ სიამაყის მიზეზს კიდევ არაერთხელ მისცემენ. 

„სწორედ ასეთი ზრდილი, უფროსი თაობის პატივისმცემელი და კაცთმოყვარე ახალგაზრდები ემშვიდობებიან ჩვენს სკოლას წარმატებებით გევლოთ  ჩვენო საამაყო შვილებო“,- გვეუბნებიან სკოლაში და მოსწავლეებს ბედნიერ და წარმატებულ მომავალს უსურვებენ. 

გაიმართა საზეიმო ღონისძიებაც. „ბოლო ზარზე“ მოსწავლეებმა ქალაქური სახასიათო ცეკვა შეასრულეს და სასკოლო ცხოვრების მნიშვნელოვანი ეპიზოდები გაიხსენეს. 

სასკოლო საზოგადოებისთვის დასამახსოვრებელი დეტალი გახდა მოსწავლეთა სახალისო ვიდეორგოლი, რომელიც სასკოლო ცხოვრების ყოველდღიურობისა და ბავშვური სილაღის გამოძახილია. 

იხილეთ ვიდეო:

 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია, რომელ სკოლებს მიენიჭება პრიორიტეტი - რეგისტრაციის ბოლო ვადა 25 სექტემბერია

„მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით არ უნდა შემოვიფარგლოთ“ - პატრიარქი განათლებაზე

სამინისტროსთან არსებული საკონსულტაციო საბჭო პედაგოგებისგან დაკომპლექტდება - ცნობილია ვინ გახდებიან წევრები

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

სკოლის ეზო მხიარულებით და მოსწავლეთა გაბრწყინებული სახეებით აივსო

„ახალი სასწავლო წლის მოახლოება ყოველთვის დიდ ემოციებთან და სამზადისთანაა დაკავშირებული“...

„15 სექტემბერს თბილისის №219 საჯარო სკოლა ახალი სასწავლო წლის კარს განსაკუთრებული სიხარულითა და შემართებით გააღებს“
 

„მასწავლებელი არის გზამკვლევი, რომლის ქცევას, ვიზუალს, ღიმილსა და განწყობას მოსწავლე პირველივე წამიდან ითვისებს“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება