| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრმაღელის საჯარო სკოლიდან კიდევ ერთი თაობა დიდი სიყვარულით გააცილეს.
მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა. ეს იყო დღე - სავსე ემოციით, მოგონებებითა და სითბოთი.
სკოლაში თაობათა ცვლა მეტად ემოციური სანახავია - მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ ირეკება, ემშვიდობებიან ბავშვობას, მასწავლებლებს, სკოლას - იმ ადგილს, სადაც ცხოვრების მნიშვნელოვანი წლები გაატარეს.
იმავდროულად, სკოლის კარს პირველად აღებენ პირველკლასელები - ცნობისმოყვარე თვალებითა და სწავლის წყურვილით. მათ წინ ახალი, უცნობი სამყარო იშლება. ისინი იწყებენ იმ გზას, რომელიც კურსდამთავრებულებმა უკვე განვლეს.
მე-12 კლასელთა და პირველკლასელთა დიდი გზის დასაწყისი სკოლაში ემოციურ ვიდეორგოლში ასახეს.
„ასე უთმობენ ღრმაღელის საჯარო სკოლის მე-12 კლასელები თავიანთ ადგილს პატარა მერცხლებს“,- აღნიშნავენ სკოლაში და ვიდეორგოლს გვიზიარებენ.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად