| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ბაღდათის N1 საჯარო სკოლიდან კიდევ ერთი თაობა დიდი სიყვარულით გააცილეს.
მე-12 კლასელთა დამამთავრებელი ღონისძიება მასშტაბურ ხასიათს ატარებდა. მოსწავლეებმა სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს, გაითამაშეს სკეტჩები და გააცოცხლეს სასკოლო ცხოვრების მნიშვნელოვანი მომენტები.
დასამახსოვრებელი დეტალი გახდა მუსიკის მასწავლებლის ნუკრი კარკაძის პაროდია, რომლის ამსახველი ვიდეო ნამდვილ ინტერნეტჰიტად იქცა და ერთ დღეში 69 000 - ზე მეტი ნახვა დააგროვა. ვიდეოს თავად მუსიკის მასწავლებელი აზიარებს და მოსწავლეებს ბედნიერ მომავალს და დიდი წარმატებას უსურვებს.
„მუსიკის მასწავლებლის ნუკრი კარკაძის პაროდიის მნახველთა რაოდენობა რეკორდულია... ბაღდათის N1 საჯარო სკოლის მე-12 კლასელთა საჯარო სკოლის დამამთავრებელი ღონისძიება -„ბოლო ზარი“ მასშტაბურ ხასიათს ატარებდა... წარმატებებს ვუსურვებთ ყველა მეთორმეტეკლასელს ცხოვრების ახალ ეტაპზე. „მუსიკის მასწავლებლის პაროდია!!!“ ერთ დღეში 69 000 - ზე მეტი ნახვა. მიყვარხართ !! დიდ წარმატებებს გისურვებთ ჩემებო“,- წერს პედაგოგი ნუკრი კარკაძე და აზიარებს ვიდეოს მინაწერით - „ჩემმა უსაყვარლესმა მოსწავლემ ზუსტად იცის, რომ „მუსიკა უპირველესია საგანთა შორის“.
იხილეთ ვიდეო ბმულზე
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად