| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

რევაზ მარგიანის სახელობის მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მუჟალის საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგთა მხარდაჭერით აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა კონკურსსა თუ საგანმანათლებლო ღონისძიებაში და ცოდნასა და შესაძლებლობებს წარმოაჩენენ.
10 მაისს, სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმში მესტიის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა მოსწავლეთა I სამეცნიერო კონფერენცია - „ჩემი სვანეთი“, რომელსაც მუჟალის საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად შეუერთდნენ.
IX კლასის მოსწავლე ანანო გურჩიანი კონფერენციაზე წარდგა თემით - „ქალის უფლებები და ქონებრივი მდგომარეობა შუასაუკუნეების სვანეთში“;
VIII კლასის მოსწავლის - მარიამ ნიგურიანის საპრეზენტაციო თემა იყო - „ჩვეულებითი სამართალი“;
VII კლასის მოსწავლე დემეტრე ჭეხანმა კი კონფერენციაზე წარადგინა თემა - „ნათესაობის სტრუქტურა და ნათესაური ურთიერთობის ფორმები“.
კონფერეცნია მოსწავლეებისთვის მეტად საინეტრესო და შემეცნებითი აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად