| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარ-სგურიშის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჩართულობა სხვადასხვა კონკურსსა და საგანმანათლებლო ღონისძიებაში წახალისებული და მხარდაჭერილია. საგნობრივ ცოდნასთან ერთად პედაგოგები ბავშვების ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებაზე ზრუნავენ.
ყარ-სგურიშის საჯარო სკოლაში ჩატარდა გუნდური ინტელექტუალური თამაშის - „ტვინების ბრძოლის“ შიდასასკოლო შეჯიბრი დაწყებით და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა შორის. მოსწავლეებმა წარმატებით იასპარეზეს.
გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი. პატარა მოაზროვნეებს წარმატებული ასპარეზობისთვის სერტიფიკატები გადაეცათ.
სკოლაში ინტელექტუალური თამაშის მიმდინარეობას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები- ჩიტო ცინდელიანი და ნანა ჯიქია.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად