| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

გიორგი მებონიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ობუჯის თემის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჩართულობა სხვადახვა კონკურსსა თუ საგანმანათლებლო ღონისძიებაში წახალისებული და მხარდაჭერილია. მოსწავლეებიც აქტიურობით გამოირჩევიან და წარმატებაც სახეზეა.
სკოლას წელს საჭადრაკო ტურნირის პრიზიორი ჰყავს.
ახლახან, დასრულდა რაიონის მოსწავლეთა შორის საჭადრაკო პირველობა, რომელიც მიმდინარეობდა სამ ასაკობრივ კატეგორიაში (ცხრა, თორმეტ და თვრამეტწლამდე).
ტურნირის ორგანიზატორი გახლდათ რაიონის სასპორტო ცენტრი.
ობუჯის თემის N1 საჯარო სკოლიდან ტურნირში მონაწილეობდა ცხრა მოსწავლე.
თორმეტწლამდელთა კატეგორიაში იასპარეზეს:
თვრამეტწლამდელთა კატეგორიაში მონაწილეობდნენ:
სანდრო ქებურიამ, თვრამეტწლამდელთა კატეგორიაში მესამე, საპრიზო ადგილი მოიპოვა. ის დაჯილდოვდა თასით, მედლითა და დიპლომით. დანარჩენ მონაწილეებს გადაეცათ სიგელები.
მოსწავლეთა სპორტის მასწავლებელი ჯაბა კვარაცხელია გახლავთ, რომელიც მოზარდების სპორტულ განვითარებაზე აქტიურად ზრუნავს.
„მომავალში უფრო მეტი წარმატებები ჩვენს მოჭადრაკეებს“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად