| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მარტვილის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები ეროვნულ ღირებულებებზე იზრდებიან, ცხადია, სკოლაში აქტიურად აღინიშნება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი თარიღები და მოვლენები. რა თქმა უნდა, მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა დედაენის დღე.
ამ უმნიშვნელოვანეს თარიღს სკოლაში კვირეული მიეძღვნა, რომლის ფარგლებში გაიმართა არაერთი საინტერესო და მრავალფეროვანი ღონისძიება. მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს კალიგრაფიის, ლიტერატურული კითხვისა და სააზროვნო კონკურსებში, მოაწყვეს თემატური გამოფენები და პრეზენტაციები. მოსწავლეებმა ხოტბა შეასხეს ქართული ენის სიდიადეს და ბარბარიზმების წინააღმდეგ გაილაშქრეს.
კვირეული ემსახურებოდა მოსწავლეებში მშობლიური ენისადმი სიყვარულის, ეროვნული თვითმყოფადობისა და კულტურული მემკვიდრეობისადმი პატივისცემის გაღრმავებას. ღონისძიებებმა თანაბრად გააერთიანა როგორც დაწყებითი, ისე საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები, რითაც სკოლაში განსაკუთრებული ემოციური და შემოქმედებითი გარემო შეიქმნა.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად