სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მელომანი“ - ქვემო აკეთისა და აკეთის საჯარო სკოლების მოსწავლეთა ერთობლივი მუსიკალური ღონისძიება 
16-05-2025
-
+


გია ტრაპაიძის სახელობის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო აკეთის და ზაზა ჩხაიძის სახელობის სოფელ აკეთის საჯარო სკოლების თანამშრომლობით შთამბეჭდავი მუსიკალური ღონისძიება გაიმართა. 

ღონისძიება სახელწოდებით - „მელომანი“ 30 აპრილს, ზაზა ჩხაიძის სახელობის სოფელ აკეთის საჯარო სკოლაში ჩატარდა სპორტისა და ესთეტიკის კათედრის ორგანიზებით. მუსიკალურ პროექტში მეშვიდე, მეერვე, მეეცხრე კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

მოსწავლეები დაიყვნენ ექვს ჯგუფად, აირჩიეს გუნდის კაპიტნები, რომლებმაც თავიანთ გუნდებს შეურჩიეს სახელები. რაც შეეხება გუნდის წევრებს, მოსწავლეები შეირჩა შეთხვევითობის პრინციპით.

შეჯიბრში მონაწილეობდნენ შემდეგი გუნდები: „ნოტექა“ (კაპიტანი -ბარბარე მორჩილაძე) , „ნოტების ზღვა“ (კაპიტანი-მარიამ ვადაჭკორია), „რეტრო ტალღა“ (კაპიტანი-ნინო ხუხუნაიშვილი), „ოქროს ხმები“ (კაპიტანი-ლიზი ქედელიძე), „ვარსკვლაური ხმები“(კაპიტანი-მარიამ ქარსელაძე), „ ჯადოსნური ორკესტრი“ (კაპიტანი -ლინდა ჭაღალიძე) .

ღონისძიებაში აქტიურად იყო ჩართული სსსმ მოსწავლე.

„მელომანი“ საინტერესოდ წარიმართა წინაწარ შერჩეული ხუთი კატეგორიის მიხედვით: „ქართული მუსიკა“, „კინო მუსიკა“ ,“უცხოური მუსიკა“, „საცეკვაო მელოდია“ და „სხვადსხვა“.

თითეული კატეგორია შედგებოდა ხუთი მელოდიისაგან. მონაწილეები სსსმ მოსწავლის დახმარებით ირჩევდნენ მათთვის სასურველ კატეგორიას და ერთმანეთს ეპაექრებოდნენ მელოდიის ამოცნობაში.

ამოცნობილ მელოდიას მღეროდნენ, რაც უფრო მხიარულსა და ხალისიანს ხდიდა გარემოს.

„მელომანის“ გამარჯვებული გახდა ლიზი ქედელიძის გუნდი -„ოქროს ხმები“. საუკეთესო მოთამაშის ტიტული მოიპოვეს ზაზა ჩხაიძის სახელობის აკეთის სჯარო სკოლის მოსწავლე ლიზი ქედელიძემ და გია ტრაპაიძის სახელობის ქვემო აკეთის საჯარო სკოლის მოსწავლე ელენე ღლონტმა.

„მადლობა მუსიკის მასწავლებლებს სოფიკო ვადაჭკორიასა და ნინო ჩინჩალაძეს თანამშრომლობისა და ღონისძიების ორგანიზებისთვის. ასევე, დიდი მადლობა მასპინძელი სკოლის დირექტორს, ქალბატონ ნატო მესხიძეს, საჭირო რესურსებით აღჭურვისათვის. წინ კიდევ ბევრი საინტერესო ერთობლივი აქტივობა გველოდება“,- აღნიშნავენ  ქვემო აკეთის საჯარო სკოლაში. 

ვიდეო იხილეთ ბმულზე


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ამინდის პროგნოზის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს

მანდატურების ფორმა იცვლება - მინისტრის ბრძანება ძალაშია

ანაზღაურება 3040 ლარია - ვაკანსიაზე განაცხადის გაგზავნა 2 ივლისის ჩათვლით შეგიძლიათ

მასწავლებლის საგამოცდო ქულა ამ დოკუმენტში უნდა ჩაიწეროს - ბრძანება

 საგამოცდო ბარათების ამობეჭდვას 22 ივნისიდან შეძლებთ - NAEC დეტალებზე

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

პროექტის ფარგლებში მოსწავლეები სწავლობდნენ წყლის რესურსების, მდინარეების, ზღვებისა და ოკეანეების მნიშვნელობას

სასწავლო წლის განმავლობაში მიღებული ცოდნა და შთაბეჭდილებები მოსწავლეებმა საინტერესო და შემეცნებითი ექსკურსიით დააგვირგვინეს

 

 

 

ბავშვებისთვის ეს ღონისძიება დაუვიწყარ მოგონებად იქცა

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება