| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ოროზმანის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო საგანმანათლებლო ღონისძიებებით. აქტიურად აღინიშნება მნიშვნელოვანი თარიღები და მოვლენები.
14 აპრილს, სკოლაში ქართული ენის კონსულტანტ-მასწავლებლის - დალი ბოლქვაძის ხელმძღვანელობით, დედაენის დღისადმი მიძღვნილი ზეიმი გაიმართა.
ღონისძიება გამორჩეული იყო თავისი საგანმანათლებლო შინაარსით. ზეიმის მიზანი იყო ქართული ენის სილამაზისა და მისი მნიშვნელობის წარმოჩენა, ერის თვითმყოფადობის შენარჩუნებაში.
მონაწილეებმა წარადგინეს თემატურად შერჩეული ლექსები და პროზაული ნაწყვეტები ცნობილი ქართველი მწერლების, პოეტებისა და პუბლიცისტების შემოქმედებიდან.
მოსწავლეებმა შემოქმედებითად აღნიშნეს ეს მნიშვნელოვანი თარიღი. დადებითად უნდა შეფასდეს მოსწავლეთა აქტიური ჩართულობა და კონსულტანტ-მასწავლებლის პროფესიონალური მიდგომა.
ღონისძიებამ კიდევ ერთხელ შეახსენა დამსწრე საზოგადოებას ენის, როგორც ეროვნული იდენტობის უმთავრესი ნაწილის მნიშვნელობა.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად