| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ უშაფათის საჯარო სკოლაში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. მოსწავლეთა ჩართულობა სპორტულ ღონისძიებებში კი წახალისებული და მხარდაჭერილია, რაც მოსწავლეთა მოტივაციასა და მიღწევებზე აისახება.
8 მაისს, ჩატარდა საქართველოს „სასკოლო ლიგის“ მორიგი შეჯიბრება მინი ფეხბურთში, საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის სისტემითა და საერთაშორისო სასკოლო სპორტის ფედერაციის (ISF) მოთხოვნებით, მოქმედი წესების მიხედვით და სასკოლო ლიგის საშეჯიბრო დებულებების შესაბამისად.
შეჯიბრებაში მონაწილეობდა სოფელ უშაფათის საჯარო სკოლის გოგონათა გუნდი, რომელმაც წარმატებით იასპარეზა და მე-2 საპრიზო ადგილი დაიკავა.
მოსწავლეები სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად