სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„პირველიდან მე-12 კლასამდე - ჩვენი ბედნიერი წლები“- ჯვარის N1 საჯარო სკოლის მე-12 კლასელთა ამაღელვებელი პროექტი
14-05-2025
-
+


ლუდოვიკო ჭანტურიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარის N1 საჯარო სკოლის მე-12  კლასში განხორციელდა პროექტი -  „პირველიდან მე-12 კლასამდე - ჩვენი ბედნიერი წლები. დაგელოცოთ გზები სავალი“. 

პროექტი, რომლის ავტორია ბიბლიოთეკარი მაია გეთია, მოსწავლეებისთვის განსაკუთრებულად ემოციური აღმოჩნდა.

ეს იყო ერთგვარი შემაჯამებელი მოგზაურობა წარსულში. მე-12 კლასის მოსწავლეებმა გაიხსენეს სკოლაში გატარებული წლები - პირველი კლასიდან დღემდე განვილი გზა, სასკოლო ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპები: პირველი ზარი, საყვარელი მასწავლებლები, საინტერესო გაკვეთილები, ექსკურსიები, ღონისძიებები და მრავალი დაუვიწყარი წუთი. 

პროექტი მეტად ამაღელვებელი აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის და დაამტკიცა, რომ სკოლის წლები მართლაც განსაკუთრებულია. ბიბლიოთეკარის ამ წამოწყებას კი სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონება მოჰყვა. 

მსგავსი ინიციატივები არა მხოლოდ ამდიდრებს სასკოლო ცხოვრებას, არამედ მოსწავლეებში განამტკიცებს ისეთ ფასეულობებს, როგორიცაა მეგობრობა, სიყვარული, პატივისცემა და სხვების შრომის დაფასება. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება