| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კორხის საჯარო სკოლის პედაგოგები პირველკლასელთა სასწავლო შემართებაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ და არაერთ მამოტივირებელ აქტივობასა თუ ღონისძიებას სთავაზობენ.
ახლახან, სკოლის პირველკლასელებისთვის ღონისძიება „ანბანის გაცილება“ მოაწყვეს. ღონისძიებით პატარებმა საანბანო პერიოდის წარმატებით დასრულება აღნიშნეს.
საზეიმოდ გამოწყობილმა პირველკლასელებმა წაიკითხეს ლექსები, ქორეოგრაფიული და მუსიკალური ელემენტებით გაჯერებული ნომრები შეასრულეს და დამსწრეთა დიდი მოწონებაც დაიმსახურეს.
მოსწავლეებმა მშობლებსა და მასწავლებლებს წარუდგინეს ის ცოდნა და უნარები, რაც დამრიგებლის - შოღერ აჩიკიანის დახმარებით, სასწავლო წლის განმავლობაში აითვისეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიების დასასრულს, სადღესასწაულო ტორტი საზეიმოდ გაიჭრა.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად