| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალათუმანის საჯარო სკოლაში ქართული ენის სწავლება სახალისო და საინტერესო აქტივობებით მიმდინარეობს რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე აისახება.
სკოლაში წახალისებულია არაფორმალური განათლება. ახლახან, სკოლაში დაწყებითი კლასის მოსწავლეთა ჩართულობითა და აქტიური მონაწილეობით შეიქმნა „მცირე თეატრი“ სახელწოდებით - „პატარა მსახიობები“.
მოსწავლეებმა თეატრალური წარმოდგენები უკვე დადგეს და სასკოლო საზოგადოების წინაშე ქართულ ენაზე წარადგინეს სამი ზღაპრის - „წითელქუდა“, „თალგამი“, და „ექიმი და ავადმყოფი“ ინსცენირება.
დადგმებმა სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა. მხურვალე აპლოდისმენტებით დაჯილდოებულმა მოსწავლეებმა გამოთქვეს სურვილი, რომ სასწავლო წლის ბოლომდე კიდვე ერთი თეატრალური დადგმა წარმოადგინონ.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად