სიახლეები
სკოლები

კალის საჯარო სკოლის მოსწავლე სამეცნიერო კონფერენციაზე საინტერესო მოხსენებით წარდგა 
14-05-2025
-
+


მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ კალის საჯარო სკოლის მოსწავლეები დირექციისა და პედაგოგთა მხარდაჭერითა და წახალისებით აქტიურად არიან ჩართულნი სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაში, იმდიდრებენ ცოდნას და იძენენ ახალ გამოცდილებას. 

10 მაისს, კალის საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლე გიორგი რომან მარგველანი სამეცნიერო კონფერენციაზე წარდგა. 

მოსწავლეთა I სამეცნიერო კონფერენცია სახელწოდებით - „ჩემი სვანეთი“, სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმში მესტიის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა.

დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს და კონფერენციის მნიშვნელობაზე ისაუბრეს მესტიის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა მარიამ ჯაფარიძემ და კონფერენციის მოდერატორებმა: ნათია გოშთელიანმა (მესტიის მუნიციპალიტეტის N3 საჯარო სკოლის დირექტორი), მადონა ჭკადუამ (სოფელ ყარ-სგურიშის სკოლის დირექტორი) და სპარტაკ გვარმიანმა (სოფელ ნაკრის საჯარო სკოლის დირექტორი).

ამასთანავე, კონფერენციის სტუმრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ჯორჯი გუჯეჯიანის ხსოვნას.

კონფერენციაში მონაწილეობდა მესტიის მუნიციპალიტეტის 19 საჯარო სკოლა, კერძოდ:

1. მესტიის მუნიციპალიტეტის N3 საჯარო სკოლა თემით - „მეფის მხატვარი თევდორეს კედლის მხატვრობა სვანეთში“ - პრეზენტატორები - ანა ნაკანი, მარიამ ჯინჭარაძე, სალომე ხერგიანი. ამასთან, მოსწავლე დავით ნაკანმა მის მიერ შექმნილი პრეზენტაცია თემაზე - „ხალდეს აჯანყება“ 3D ფორმატში წარადგინა;

 2. მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ უშგულის საჯარო სკოლა- „შუა საუკუნეების ქრისტიანული კულტურა სვანეთში: სვანური ღვთაებები და ქრისტიანობა “- პრეზენტატორი - მარიამ ღვაჩლიანი, XII კლასი;

3. მესტიის მუნიციპალიტეტის N1 საჯარო სკოლა - „სვანეთის ისტორია: შუა საუკუნეების ქრისტიანული კულტურა სვანეთში -თამარ ნაკანი მე -10 კლასი; სოფო ხერგიანი მე-10 კლასი;

4. მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ კალის საჯარო სკოლა- „კვირიკობა-„ლიგურკე“-გიორგი რომან მარგველანი, მე-7 კლასი;

5. მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკრის საჯარო სკოლა- „ჰულიშობის“ დღესასწაულის ტრადიცია ჩუბეხევში“-ლიზი გვარმიანი-XI კლასი;

6. მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარ-სგურიშის საჯარო სკოლა- „არქეოლოგია ჭუბერში“ -თეკლა გადრანი X-კლასი;

7. მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერის N1 საჯარო სკოლა - „თარნგზელი წირ“ -ვერიკო ფილფანი, მე-12 კლასი;

8. მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მაზერის საჯარო სკოლა- „ლეგენდა შიხრაზე“-ნინო კვიციანი, მე-10 კლასი;

9.მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლატალის საჯარო სკოლა- „ბრძოლა უბატონო სვანეთისთვის“-თეკლა გირგვლიანი; ქეთევან კვანჭიანი.

10. მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იფარის საჯარო სკოლა- „მონეტები სვანეთიდან“- მარიამ პირველი-მე-10 კლასი ; თამუნა გულბანი-მე-11 კლასი. მარიამ გულბანი მე-11 კლასი.

 11.მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერის საჯარო სკოლა - „სვანეთის არქეოლოგია“- ნიკოლოზ ანსიანი, X კლასი;

12. მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახის საჯარო სკოლა - „სამშენებლო კირის გამოწვის ტრადიცია სვანეთში XIX-XX საუკუნეებში“ -ნინო ქურდიანი; მარიამ ქურდიანი.

13. მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშის საჯარო სკოლა - „ჩვეულებითი სამართალი სვანეთში“ -ანასტასია ჭკადუა, საბა ჭკადუა;

14. მესტიის მუნიციპალიტეტის ზურაბ გურჩიანის სახელობის სოფელ ეცერის საჯარო სკოლა - „დადეშქელიანთა გვარის ისტორია“ -მარიამ პაკელიანი;

15. მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იდლიანის საჯარო სკოლა- „ერთდღიანი მოგზაურობა 1000 წელში: ,,დროის მანქანა სვანეთში"- ლიზი დავითიანი; ანი დავითიანი; სოფიკო ჭკადუა“;

16. მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მუჟალის საჯარო სკოლა - „ქალის უფლებები და ქონებრივი მდგომარეობა შუასაუკუნეების სვანეთში“- ანანო გურჩიანი IX კლასი; „ჩვეულებითი სამართალი“ - მარიამ ნიგურიანი VIII კლასი. „ნათესაობის სტრუქტურა და ნათესაური ურთიერთობის ფორმები“-დემეტრე ჭეხანი VII კლასი;

17.  მესტიის მუნიციპალიტეტის ჯემალ გაბულდანის სახელობის სოფელ ბეჩოს საჯარო სკოლა- „სვანური გვარები და მათი ისტორია“-ავთანდილ გაბულდანი, მე-11 კლასი;

18. მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუმარის საჯარო სკოლა- „ხალდეს აჯანყება“ - მარიამ არღვლიანი , ლეონიდე არღვლიანი, ლიკა გუგუსიანი, ბაჩუკი სუბელიანი, სალომე გოშუანი;

19. მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ წვირმის საჯარო სკოლა- „სვანეთის ისტორია“-მარიამ ფანგანი მე-12 კლასი; ბარბარა გიგლემიანი მე-12 კლასი. 

კონფერენცია მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

სიახლეები

„გამოცდის ჩაბარება გულისხმობს მაქსიმალური ქულის 50%-ზე მეტის დაგროვებას“ - 8 სექტემბრის ტესტირების შედეგები ცნობილია

„სინკარში გადამბმები რომაა, მანდ გაჩნდა. საფრთხეს არავისთვის წარმოადგენს, არც ბათქაში დაეყრებათ მოსწავლეებს...“

რა ჯდება საშუალო შეძლების მქონე ოჯახისთვის ერთი ბავშვის სასკოლედ მომზადება

მინისტრის ბრძანება 300-ზე მეტ საჯარო სკოლას ეხება - წესდებაში ცვლილება შევიდა

საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის ფონ­ზე, რო­მელ­საც 19 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა, ნე­პა­ლის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი გა­დად­გა.

პიროვნება

„ჩვენს სკოლაში ვმუშაობთ ყველა ერთად და ვცდილობთ, საინტერესო გარემოს შექმნას“...

„მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ ის არა მხოლოდ ცოდნის გადამცემი, არამედ გზამკვლევი და მხარდამჭერია მოსწავლისათვის“...

„როცა მასწავლებელი ხედავს, რომ მისი ხმა ისმის - ის ხდება მოტივირებული“ -  შუამთას საჯარო სკოლის ხელმძღვანელი 

„არ შეგეშინდეთ შეცდომების“ - ახალბედა პედაგოგებს შუამთას საჯარო სკოლის ხელმძღვანელი, თეონა მეფარიშვილი მიმართავს

„სკოლაში უნდა შეიქმნას გარემო, სადაც სწავლა იწყება სითბოთი, არა შიშით“ - შუამთის საჯარო სკოლის დირექტორი თეონა მეფარიშვილი- 

სკოლები
სკოლაში კურსდამთავრებულებს გულმხურვალედ გულშემატკივრობდნენ, დღეს კი მათი წარმატებით ხარობენ
 
საინტერესო

რა ცოდნა და უნარები მოეთხოვებათ მასწავლებლებს - პედაგოგიური განათლება სხვადასხვა ქვეყანაში

სწავლების უჩვეულო მეთოდები - როგორ აქციოთ გაკვეთილი სახალისოდ, გაზარდოთ მოსწავლეთა ჩართულობა და ინტერესი 

როგორ უნდა მიხვდეთ, რომ თქვენი შვილი ბაღისთვის მზად არ არის?

სიახლეები
საზოგადოება