| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მცხეთის წმინდა ათორმეტ მოციქულთა სახელობის მართლმადიდებლური საშუალო სკოლის მოსწავლეები პედაგოგთა მხარდაჭერითა და წახალისებით აქტიურდ არიან ჩართულნი სხვადასხვა საგანმანათლებლო ინიციატივებში.
ახლახან, სკოლის მოსწავლეებმა გეოგრაფიის მასწავლებელ ქეთევან რაზმაძის ხელმძღვანელობით, აქტიური მონაწილეობა მიიღეს Eco Centre -ის მიერ იყო ორგანიზებულ ონლაინ-ტრენინგში, რომელიც მიზნად ისახავდა სამართლიანი და უსაფრთხო სამუშაო გარემოს მნიშვნელობაზე ცნობიერების ამაღლებას. ტრენინგ-პროგრამა განკუთვნილი იყო, როგორც მასწავლებლების, ასევე მოსწავლეებისათვის.
ტრენინგი სამ ეტაპს მოიცავდა. გათვალისწინებული იყო მოსწავლეთა ჩართვა ონლაინ quiz-ის კონკურსში -„შრომითი უფლებების“ შესახებ. ტრენინგში მონაწილეობა მიიღო 30-მა მოსწავლემ. მათ წარმატებით გადალახეს პირველი ეტაპი და ბონუს ქულებიც დააგროვეს.
II ეტაპზე გამარჯვებულ მასწავლებელს და მოსწავლეებს გადაეგზავნათ პროექტის განსახორციელებელი მასალები, მზა რესურსები შრომით ულებებზე. შემდეგ კი ჩატარდა ცნობიერების ასამაღლებელი გაკვეთილი - „შრომითი უფლებები დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის“.
გაკვეთილს დაესწრო სამოქალაქო განათლების მასწავლებელი და ასევე სკოლის მოძღვარი - დეკანოზი ალექსანდრე ბეჟიტაშვილი. მოსწავლეებმა ჯგუფებში გაანალიზეს სიტუაციური ამოცანები, რის შემდეგაც გაიმართა დისკუსია. ნახეს ვიდეო-ფილმი - „ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმები”.
მოსწავლეებმა შეაჯამეს ტრენინგ-პროგრამის განხორციელებისას შეძენილი ცოდნა და აღნიშნეს, რომ შრომითი უფლებების შესახებ მიღებული ცოდნა მათთვის საინტერესოც არის და საჭიროც, ვინაიდან სამომავლოდ, განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში, ისინი გეგმავენ დასაქმდნენ სხვადასხვა სფეროში.
EU4Youth პროგრამის მიერ ორგანიზებულ ონლაინ quiz-ტრენინგის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.
ტრენინგ-პროგრამა წარმატებით განხორციელდა, რისთვისაც მოსწავლეებმა და მასწავლებელმა ქეთევან რაზმაძემ მადლობა გადაუხადეს ორგანიზატორებს: Eco Centre -ის, EU4Youth პროგრამის მესვეურებს.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად