სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„გიყვარდეს, იზრუნე და პატივი ეცი დედამიწას - ერთად დავიცვათ ჩვენი ერთადერთი სახლი“ - მარტვილის N1 სკოლის მკაფიო გზავნილი და შთამბეჭდავი აქტივობები
13-05-2025
-
+


22 აპრილს, დედამიწის დღე აღინიშნება - 1970 წელს, ამ დღის დამკვიდრებით საფუძველი ჩაეყარა საზოგადოებრივი ცნობიერების განვითარების მორიგ იდეას. სუფთა და ჯანსაღი გარემოსთვის ბრძოლა ყოველდღიურად უფრო აქტუალური ხდება და 22 აპრილი ამ თვალსაზრისით გამორჩეული თარიღია.

გამორჩეულად აღინიშნა ეს დღე მარტვილის N1 საჯარო სკოლაშიც: ნახატებით, პოსტერებით, თანატოლებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციების გაზიარებით, მოსწავლეებმა შთამბეჭდავი გარემოსდაცვითი აქტივობები წარმოადგინეს.

მეშვიდეკლასელებმა სკოლის ყველაზე უმცროს წარმომადგენლებს უამბეს, რომ დედამიწა ჩვენი სახლია და მას გაფრთხილება სჭირდება. მოეწყო ადაპტირებული დოკუმენტური ფილმის ჩვენება, დასასრულს კი ბავშვებმა, მასწავლებლებთან ერთდ, კიდევ ერთხელ მოუწოდეს ყველას: 

„გიყვარდეს, იზრუნე და პატივი ეცი დედამიწას - ერთად დავიცვათ ჩვენი ერთადერთი სახლი“!

„მადლობა მეშვიდე კლასს და მათი ბიოლოგიის მასწავლებლებს - დალი ჭილაძესა და სვეტა ხარებავას, პირველკლასელებთან ჩატარებული აქტივობის გამო. პატარებს არასოდეს დაავიწყდებათ დღევანდელი დღე - მუდამ ემახსოვრებათ, რომ დედამიწა მათი სახლია, რომ ისიც საჭიროებს დახმარებას.

მეშვიდეკლასელებმა პატარებს უჩვენეს ადაპტირებული დოკუმენტური ფილმი, იმუშავეს ნიღბებზე, რამაც უფრო ხალისიანი გახადა დღე.

22 აპრილი – დედამიწის დღეა დღეს მთელი მსოფლიო ერთხმად ამბობს:

მადლობა, დედამიწავ!

ეს დღე გვახსენებს, თუ რამდენად მჭიდროდ ვართ დაკავშირებული ბუნებასთან – მიწასთან, წყალთან, ჰაერთან და სიცოცხლის ყველა ფორმასთან. პატარა ნაბიჯები ქმნის დიდ ცვლილებას!

გიყვარდეს, იზრუნე და პატივი ეცი დედამიწას – ერთად დავიცვათ ჩვენი ერთადერთი სახლი!

აი, ასე გამოხატეს საკუთრი დამოკიდებულება ბუნებისადმი პირველსკოლელებმა. მათ სხვა მოსწავლეებიც შეუერთდებიან მასწავლებლების მიერ დაგეგემილი მრავალფეროვანი აქტივობებით“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება