სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ერეკლე მეფის ცხოვრება და მოღვაწეობა“ - საინტერესო საგანმანათლებლო ღონისძიება ივერიის საჯარო სკოლაში 
13-05-2025
-
+


ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ივერიის საჯარო სკოლაში საინტერესო საგანმანათლებლო ღონისძიება გაიმართა, რომელიც მეფე ერეკლე II-ის ცხოვრებასა და მოღვაწეობას მიეძღვნა. 

მოსწავლეებმა ერეკლე II-ის მეფობის შესახებ ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ერეკლე მეფე საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვანი ფიგურაა, მისი სახელი ცნობილი იყო იმდროინდელ წარმატებულ სამეფოებში, როგორც აღმოსავლეთში, ისე დასავლეთში და დიდ პატივისცემასაც იმსახურებდა. 

მეფეს მნიშვნელოვანი ღვაწლი აქვს ასპინძის წინაშე. 1770 წელს მან მოახერხა და ბრძოლაში დაამარცხა ოსმალების არმია. სამწუხაროდ მან ვერ შეძლო ასპინძის გათავისუფლება, თუმცა ეს გამარჯვება მნიშვნელოვანი პოლიტიკური განაცხადი იყო.

ღონისძიება სახელწოდებით - „ერეკლე მეფის ცხოვრება და მოღვაწეობა“ საინტერესოდ წარიმართა და სხვადასხვა საინტერესო აქტივობებით იყო გაჯერებული. დამსწრე საზოგადოების განსაკუთრებული გახალისება გამოიწვია  აქტივობამ - „ერეკლე მეფის პორტრეტის შექმნა“, დარბაზმა პირველი ადგილი მიანიჭა X კლასის მოსწავლის - ანი აბაშიძის ნამუშევარს. 

მეორე აქტივობა იყო „საუკეთესო კარტოგრაფის“ გამოვლენა.

მოსწავლეებს უნდა დაეხატათ XVIII საუკუნის მეორე ნახევრის რუკა. დარბაზმა ერთობლივი ხმით გამარჯვებული გამოავლინა, VIII კლასის მოსწავლე ეთერი ჯორბენაძე და IX კლასის მოსწავლე ლუკა ხოზრევანიძე.

მოსწავლეებმა, მეფესთან დაკავშირებული სიუჟეტები გააცოცხლეს, გაიხსენეს თუ როგორ მოიხსენიებდნენ მას ევროპელი მეფე-მონარქები და როგორი წარმატებული ტაქტიკით უძღოდა იგი ქართულ ჯარს, როგორც ნამდვილი მხედართმთავარი.

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა სკოლის ისტორიის პედაგოგი ნანა შავაძე.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება