| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორენიის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო საგანმანათლებლო ღონისძიება იმართება. აქტიურად აღინიშნება მნიშვნელოვანი თარიღები და მოვლენები.
9 მაისს, სკოლაში ფაშიზმზე გამარჯვების 80 წლისთავის აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებას ხელმძღვანელობდა პედაგოგი არმინე კირაკოსიანი. მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, იმღერეს და საცეკვაო ნომრები შეასრულეს. შექმნეს პლაკატი, სადაც ამ ისტორიული მოვლენის ამსახველი ინფორმაცია დაიტანეს.
ღონისძიების შემდეგ სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები პატივისცემის ნიშნად მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალს ესტუმრნენ და ყვავილებით შეამკეს.
მემორიალთან სიტყვით გამოვიდა სკოლის დირექტორი რუბენ ვარდანიანი, მან მემორიალის ისტორიის შესახებ მოუთხრო მოსწავლეებს და აღნიშნა, რომ სოფელ ხორენიიდან ომში 107 ადამიანი იყო გაწვეული. მათგან 46 არ დაბრუნებულა, არმენაკ ვარდანიანი და ვარდ პეტროსიანი კი ჩასულან ბერლინში და „ქოჩარი“ უცეკვიათ. დაღუპულთა მემორიალი აღუმართია კარენ სეროფიანს შემდეგ კი რესტავრაცია გაუკეთა თელმან სურმალიანმა.
მოსწავლეებმა დირექტორს დიდი ინტერესით მოუსმინეს და საკითხის შესახებ ცოდნა გაიმდიდრეს.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად