სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მულახის საჯარო სკოლის მოსწავლეები სამეცნიერო კონფერენციაზე სახელოვანი პედაგოგის საპროექტო ნაშრომით წარდგნენ
13-05-2025
-
+


მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჩართულობა სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაში წახალისებული და მხარდაჭერილია, რაც მოსწავლეთა მოტივაციასა და ინტერესებზე აისახება.

ახლახან, მულახის საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ მესტიის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ გამართულ პირველ სამეცნიერო კონფერენციაში სახელწოდებით - „ჩემი სვანეთი“. 

მოსწავლეებმა - მარიამ ქურდიანმა და ნინო ქურდიანმა კონფერენციაზე წარადგინეს სკოლის ახლახანს გარდაცვლილი პედაგოგის, ისტორიკოსის - ჯორჯ გუჯეჯიანის ბოლო საპროექტო ნაშრომი - „სამშენებლო კირის გამოწვის ტრადიცია XIX-XX საუკუნეებში ზემო სვანეთში“.

სკოლის სახელოვანი პედაგოგის ხსოვნას კონფერენციის მსმენელებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. მოსწავლეებმა კი თემა მეტად საინტერესოდ და ამომწურავად წარადგინეს და დამსწრე საზოგადოების დიდი ინტერესი დაიმსახურეს. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება