სიახლეები
სკოლები

სპორტისა და მეგობრობის ნამდვილი დღესასწაული- სამთაწყაროს საჯარო სკოლაში, მინი-ფეხბურთში ორდღიანი ტურნირი ჩატარდა
13-05-2025
-
+


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლაში ჩატარდა შიდასასკოლო მინი-ფეხბურთის ორდღიანი ტურნირი - ნამდვილი დღესასწაული სპორტისა და მეგობრობის. ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ სპორტის მასწავლებელი გურამ ტარტარაშვილი და ისტორიის მასწავლებელი ფრიდონ საკანელაშვილი.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ტურნირის მიზანი იყო ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, სპორტისადმი მოზარდთა ინტერესის წახალისება და გუნდურობაზე, თანაგუნდელობასა და პასუხისმგებლობაზე ორიენტირებული უნარების განვითარება. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა მოსწავლეთა ფიზიკური და სოციალური უნარების გაძლიერებას - ის უნარებია, რომლებიც სპორტის მეშვეობით განსაკუთრებით ეფექტურად ყალიბდება.

ტურნირი ჩატარდა ორ ეტაპად: პირველ დღეს შეჯიბრებაში ჩაერთნენ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები, ხოლო მეორე დღეს - საბაზო და საშუალო საფეხურის გუნდები. თამაშებს თან სდევდა ჟინი, სიხარული და გულშემატკივრობა, რაც კიდევ უფრო ამაღლებდა საერთო განწყობას. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სპორტი მხოლოდ ფიზიკური აქტივობა კი არა, არამედ ერთიანობის, მეგობრობისა და ღირსეული შეჯიბრის სიმბოლოა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სრულიად სასკოლო საზოგადოება: სკოლის დირექტორი ეკატერინე ჩიტაური, დირექტორის მოადგილე ელენე გრიგორიადისი, მოსწავლეები, მასწავლებლები, კლასის დამრიგებლები და სკოლის სხვა თანამშრომლები.

„ღონისძიების შედეგები არ შემოიფარგლა მხოლოდ გამარჯვებული გუნდებისა და ინდივიდუალური ტიტულების გამოვლენით - ეს იყო ორი დაუვიწყარი დღე, სავსე სიხარულით, გუნდური სულისკვეთებითა და დადებითი ემოციებით. ტურნირმა კიდევ უფრო გააძლიერა სკოლაში არსებული მეგობრული და შემოქმედებითი გარემო“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

ღონისძიების დასასრულს გამარჯვებულ გუნდებს გადაეცათ I, II და III ადგილოსანთა დიპლომები. ყველა მონაწილემ მიიღო სიგელი მონაწილეობისთვის. გამოვლინდა საუკეთესო მეკარე და ბომბარდირი - როგორც ბიჭებში, ასევე გოგონებში.

სკოლის დირექტორმა მადლიერებით მიულოცა როგორც ორგანიზატორებს, ისე მონაწილე მოსწავლეებს და მასწავლებლებს. მან გადასცა მადლობის სიგელები აქტიური ჩართულობისა და წარმატებული ორგანიზებისთვის.

საშუალო საფეხურის გამარჯვებულები არიან:

• I ადგილი – X კლასი;

• II ადგილი – VIII კლასი;

• III ადგილი – VII კლასი.

დაწყებითი საფეხურის გამარჯვებულები:

• I ადგილი – III კლასი;

• II ადგილი – II კლასი;

• III ადგილი – IV კლასი.

საუკეთესო ბომბარდირები (საშუალო საფეხური):

• ნიკა გოჭოშვილი (X კლასი);

• ნიკოლოზ სარდალაშვილი (X კლასი);

საუკეთესო მეკარე (საშუალო საფეხური):

• გიორგი ბოლქვაძე (X კლასი).

საუკეთესო მეკარე (დაწყებითი საფეხური):

• სურმანიძე მანუჩარი (III კლასი).

საუკეთესო ბომბარდირი:

• საბა დიმიტრაძე (III კლასი)

გოგონების ტურნირის გამარჯვებულები:

• I ადგილი – IV კლასი

• II ადგილი – VI კლასი

• III ადგილი – V კლასი

გოგონებში საუკეთესო მეკარე:

• ქვაჭრელიშვილი ლიზი (IV კლასი)

საუკეთესო გოლის ავტორი:

• სურმანიძე მანუ (IV კლასი)

მოთამაშეთა მართვასთან ერთად ორგანიზატორები ასრულებდნენ მსაჯის ფუნქციასაც. თამაშების პროცესში მათ აქტიურად ეხმარებოდნენ სკოლის მოსწავლეები:

• ალუდა თაგოშვილი (XI კლასი)

• ნიკოლოზ სარდალაშვილი (X კლასი)

ტურნირის შედეგებს აფიქსირებდა მოსწავლეებისგან შემდგარი ჟიური:

• მედეა ჯაიანი (IX კლასი)

• მარი ცეცხლაძე (XI კლასი)

• ნიკოლოზ თაგოშვილი (IX კლასი)

სკოლის დირექციამ დადებითად შეაფასა ღონისძიება და ხაზი გაუსვა მის მნიშვნელობას მოსწავლეების კომპლექსურ განვითარებაში. ისინი ახალგაზრდებს მომავალშიც მოუწოდებენ, აქტიურად ჩაერთონ სპორტულ ცხოვრებაში, რადგან სპორტი აყალიბებს მათ როგორც ფიზიკურად, ასევე მორალურად გამართულ პიროვნებებად - ჯანმრთელი და წარმატებული მომავლისათვის.

„ეს ტურნირი გახდა კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ ერთიანობით, მეგობრობითა და სპორტული სულით შესაძლებელია დიდ მიზნებთან მისვლა!“,- დასძენენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:


კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

ხელფასები 214 ლარით გაიზარდა - ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს

პედაგოგების საყურადღებოდ - გაკვეთილის ეფექტურ დაგეგმვასთან დაკავშირებით მასწავლებლის სახლი სემინარს ჩაატარებს

აუცილებელია თუ არა ბარბარობას ლობიანის გამოცხობა, არის თუ არა ნამდვილი ბედობა და როგორ აღნიშნავდნენ დღესასწაულს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში

სუს-ის სასწავლო ცენტრს სამაგისტრო პროგრამა ექნება, შსს-ს აკადემიას - საბაკალავრო - ცვლილებებზე შს მინისტრის მოადგილე საუბრობს

წვიმა, თოვლი და ყინვა...  18 დეკემბრის ჩათვლით ამინდის პროგნოზი ცნობილია

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

ღონისძიება მეტად საინტერესოდ, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა

ეკოკომიტეტის მდივანმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა დეტალური პრეზენტაცია ნიადაგის მნიშვნელობაზე და მის გავლენაზე ჯანსაღი გარემოსა და პროდუქციის წარმოებაში

საინტერესო

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

გავრცელებული შეხედულებით ცაციაობა დაკავშრებულია არასტანდარტულ აზროვნებასთან - თქვენც ასე ფიქრობთ?

სიახლეები
საზოგადოება