სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მუსიკალური გუნდი „იაკამი“ ეროვნულ კონკურსზე წარატებით წარდგა
13-05-2025
-
+


საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მუსიკალური გუნდი „იაკამი“ ნინო ბიბილურის ხელმძღვანელობით, წარმატებით წარდგა საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების ეროვნული კონკურსის პირველ ტურზე.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ეს პრესტიჟული კონკურსი მიზნად ისახავს აკადემიური საგუნდო სიმღერის პოპულარიზაციას, ეროვნული სასიმღერო ტრადიციების დაცვას, ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების მხარდაჭერასა და განვითარებას, საშემსრულებლო დონის ამაღლებასა და მრავალ სხვა მნიშვნელოვან ამოცანას. კონკურსი ხელს უწყობს საქართველოს საგუნდო კოლექტივების მონიტორინგს, სამუშაო გამოცდილებისა და რეპერტუარის გაზიარებას, შემოქმედებითი კავშირების დამყარებას, ახალი სახელების აღმოჩენას საგუნდო შემსრულებლობაში, ახალგაზრდა ნიჭიერი ქორმაისტერთა წარმოჩენასა და წახალისებას, ასევე ქართველ კომპოზიტორთა შემოქმედების პოპულარიზაციას.

სასიხარულოა, რომ კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოში არსებულ ნებისმიერ საშემსრულებლო კოლექტივს, რომელიც აკმაყოფილებს საკონკურსო პირობებსა და მოთხოვნებს. კონკურსი მოიცავს სხვადასხვა კატეგორიას, მათ შორის აკადემიურ საგუნდო სიმღერას (A), ქართულ ხალხურ სიმღერას (B) და ქართულ გალობას (C), თითოეული კატეგორია კი იყოფა ასაკობრივ ქვეკატეგორიებად.

„იაკამის“ წარმატება კიდევ ერთხელ ადასტურებს ახალი თაობის ნიჭსა და მონდომებას, ასევე, მისი ხელმძღვანელის, ნინო ბიბილურის პროფესიონალიზმს. 

„სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგები გილოცავთ და გისურვებთ წარმატებას კონკურსის მომდევნო ეტაპებზე! დარწმუნებული ვართ, თქვენ კიდევ არაერთხელ გაგვახარებთ შესანიშნავი შესრულებით!“,- აღნიშნავენ სკოლაში და „იაკამის“ გულმხურვალედ გულშემატკივრობენ. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება