| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევის საჯარო სკოლაში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება.
ახლახან, ნოქალაქევის საჯარო სკოლაში დაიწყო საგაზაფხულო საფეხბურთო შეჯიბრებები კლასებს შორის.
მეხუთე და მეექვსეკლასელ გოგონათა და ვაჟთა შემადგენლობით გაიმართა შიდასასკოლო შეჯიბრება - მინი ფეხბურთში (5X5). თამაში დასრულდა ფრედ - 2 : 2.
თამაში სახალისოდ, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა. ბავშვებმა იაქტიურეს დრო ნაყოფიერად გაატარეს.
სპორტული ღონისძიება პედაგოგების - ხათუნა ხუხუნისა და გიორგი ჯღამაძის ხელმძღვანელობით გაიმართა.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად