სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ყველაზე საზრიანი გეოგრაფიაში“ - აფხაზეთის N14 საჯარო სკოლაში საგანმანათლებლო კვირეული ინტელექტუალური თამაშით დაგვირგვინდა 
13-05-2025
-
+


აფხაზეთის N14 საჯარო სკოლაში, მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, როგორც მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის, ისე სხვადასხვა საკითხზე მათი ცნობეირების ამაღლებაა და ინტელექტუალურ თუ ანალიტიკურ განვითარებას. ამ მიზნით კი სკოლაში არაერთი ღონისძიება იმართება. 

ახლახან, სკოლაში მოეწყო კვირეული  თემაზე -„დედამიწა ჩვენი სახლია“. კვირეული საინტერესოდ წარიმართა და მოიცავდა, არაერთ ეკოაქტივობასა და საგანმანათლებლო ღონისძიებას. 

კვირეული შთამბეღავად დაგვირგვინდა გაიმართა დასკვნითი ღონისძიება - „გახსოვდეთ, დღეს ჩემი დღეა„ და კონკურსი - „ყველაზე საზრიანი გეოგრაფიაში“.  კვირეულში ჩართული იყო სკოლის თითქმის ყველა მოსწავლე. მოსწავლეებმა წარმოადგინეს ნახატები, რომელიც გამოიფინა სააქტო დარბაზში.

რაც შეეხება ინტელექტუალურ თამაშს -  „ყველაზე საზრიანი გეოგრაფიაში“ მე-7, მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასების მოსწავლეთა შორის ჩატარდა და მიზნად ისახავდა მოსწავლეებისთვის სწავლის წყურვილის აღძვრას, მოსწავლეებს მისცა შესაძლებლობა დამოუკიდებლად მუშაობის, ცოდნის შემოწმების, თანამშრომლობითი და ჯგუფური უნარ-ჩვევების გამომუშავების, რათა მიაღწიონ მაღალ შედეგებს. 

ინტელექტუალურმა თამაშმა  - „ყველაზე საზრიანი გეოგრაფიაში“ ძალიან საინტერესოდ ჩაირა. თამაში კითხვა პასუხის რეჟიმში ჩაიარა. ჟიურის წევრებმა სწორად და სამართლიანად შეაფასეს სამივე კლასის მოსწავლეები. 

ჟიურის გადაწყვეტილებით, „გეოგრაფიაში ყველაზე საზრიანი კლასის“ ტიტული მოიპოვეს საბაზო საფეხურიდან მე-9 კლასის მოსწავლეებმა: სესილი გვარამიამ, ლიზი კუხალეიშვილმა, გოგა ხასიამ, საბა თაკალანძემ და თაზო საბულუამ

საშუალო საფეხურიდან დაწინაურნენ მე-11 კლასის მოსწავლეები: ნია ფეტელავა, დალი ქვაჩახია, გიორგი ძანძავა, იაკობ კუპრავა საბა და სანდრო მამფორიები.

„მადლობა მათ ბრწყინვალე შედეგის დადებისთვის. სკოლის დირექცია მადლობას უხდის ღონისძიების ასე ლამაზად წარმოდგენისთვის გეოგრაფიის მასწავლებელ ნატო ესართიას, ჟიურის წევრებს: მაყვალა მეფორიას, ლელა სამუშიას და თეა აკობიას. მადლობა თითოეულ მონაწილე მოსწავლეს საოცარი ცოდნის გამოვლენისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა აქტიურობა და მონდომება. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით არ უნდა შემოვიფარგლოთ“ - პატრიარქი განათლებაზე

სამინისტროსთან არსებული საკონსულტაციო საბჭო პედაგოგებისგან დაკომპლექტდება - ცნობილია ვინ გახდებიან წევრები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები დაიწყო - ინსტრუქცია და რეკომენდაციები 

მასწავლებლის ახალი პროფესიული სტანდარტი დამტკიცდა - ვალდებულებები, მოთხოვნები, ცვლილებები

ბაღებში სააღმზრდელო წელი 21 სექტემბერს დაიწყება - ინფორმაცია სოციალურ ქსელში რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანებამ გამოაქვეყნა

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ახალი სასწავლო წლის მოახლოება ყოველთვის დიდ ემოციებთან და სამზადისთანაა დაკავშირებული“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება