სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თორიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას ღონისძიებით მიაგეს პატივი
13-05-2025
-
+


ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ თორიის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო საგანმანათლებლო ღონისძიებებით. 

ამჯერად, სკოლაში ფაშიზმზე გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. 

ღონისძიება დაგეგმა და ჩაატარა ისტორიის მასწავლებელმა, მკრტიჩ ლოქიანმა, მეთერთმეტე კლასის მოსწავლეების მონაწილეობით.

როგორც ვიცით ეს დღესასწაული 1946 წელს დაწესდა და უქმედ გამოცხადდა 1965 წელს. ამ დღეს მსოფლიო ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვებას ზეიმობს, ამიტომაც ვუწოდებთ გამარჯვების დღეს. 

მოსწავლეებმა მეტად საინტერესოდ, თანმიმდევრულად და ეტაპობრივად წარმოადგინეს ეს ისტორიული მოვლენები. მომზადებული ჰქონდათ პრეზენტაციები, წარმოთქვეს ლექსები, შეასრულეს სიმღერები და საზეიმოდ აღნიშნეს ეს დღე.

„ჩვენი სოფლიდანაც ორასამდე ადამიანი იყო წასული ომში და მათი ხსოვნისთვის დადგმულია ძეგლი. ღონისძიების დასრულების შემდეგ სკოლის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა დირექტორ სერგეი პეტროსიანის ხელმძღვანელობით, მემორიალი მოინახულეს, ყვავილებით შეამკეს და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

სკოლის დირექტორმა მოსწავლეებს გააცნო დეტალური ინფორმაცია მემორიალის შესახებ და აღნიშნა, რომ - „არავინ და არაფერი დავიწყებულა“ შემდეგ მოსწავლეები წავიდნენ ტაძარში და დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივსაცემად სანთლები დაანთეს.

შეგახსენებთ, რომ მეორე მსოფლიო ომი ისტორიაში შევიდა როგორც ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი კონფლიქტი. ომს, რომელიც 1941 წლიდან 1945 წლამდე მიმდინარეობდა, 300 ათასი ქართველის სიცოცხლე შეეწირა. ბრძოლები 40 სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. 1945 წლის 8 მაისს გერმანიის კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ, მეორე მსოფლიო ომი დასრულდა, 9 მაისი კი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება