სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ცოდნის, ემოციის, შემოქმედებისა და ლიტერატურის სიყვარულის ნამდვილი დღესასწაული კერძო სკოლა „ანაბასისში“
13-05-2025
-
+


კერძო სკოლა „ანაბასისში“ მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს რაც მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ემსახურება და მათი ცოდნის ხარისხსა და მოტივაციაზე აისახება. 

შემოქმედება, ემოცია და შთამბეჭდავი „შვლის ნუკრის ნაამბობი“ - ასეთია გაკვეთილი, რომელიც მოსწავლეთა გულებში დიდხანს დარჩება. 

სკოლა „ანაბასისის“ Vბ კლასში ლიტერატურის გაკვეთილი ვაჟა-ფშაველას „შვლის ნუკრის ნაამბობის“ მიხედვით, განსაკუთრებულ ფორმატში ჩატარდა.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, გაკვეთილის მიზანი იყო ტექსტის ღრმა გააზრება, ემოციების გაცოცხლება და შემოქმედებითი აზროვნების განვითარება.

მოსწავლეებმა შექმნეს დიორამები ნაწარმოების სხვადასხვა ეპიზოდზე, საკუთარი ხედვისა და ინტერპრეტაციის შესაბამისად. მათ წარმოადგინეს პრეზენტაციები, სადაც გამოჩნდა არა მხოლოდ ლიტერატურული ანალიზის უნარები, არამედ პერსონაჟების განცდების თანაგანცდა, ჰუმანური ღირებულებების გააზრება და ხელოვნებისადმი სიყვარული.

გაკვეთილს განსაკუთრებული ხიბლი შემატა ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის - თამარ სვანიძის სიურპრიზმა -  იგი გაკვეთილზე  თავის ხელით მოხატული თეთრი პერანგით გამოცხადდა, რომელზეც გამოსახული იყო „შვლის ნუკრის ნაამბობისა“ და სხვა ლიტერატურული ნაწარმოებების პერსონაჟები. ეს ჟესტი მოსწავლეებმა აღტაცებით მიიღეს - ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლია მასწავლებელს სიტყვაზე მეტად მოქმედებით ასწავლოს.

გაკვეთილი გადაიქცა ცოდნის, ემოციის, შემოქმედებისა და ლიტერატურის სიყვარულის ნამდვილ დღესასწაულად. მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ ეს დღე სამუდამოდ დაამახსოვრდებათ და დიდი სურვილი აქვთ, მომავალშიც ჩაერთონ მსგავს აქტივობებში.

„ეს გაკვეთილი იყო ნამდვილი ზეიმი — სიყვარულის, ხელოვნების, ურთიერთობისა და განათლების!“- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო1, ვიდეო2, ვიდეო3, ვიდეო4, ვიდეო5, ვიდეო5


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება