| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ კალის საჯარო სკოლაში დიდი ქართველი მხატვრის - ნიკო ფიროსმანის ცხოვრებასა და შემოქმედებას ღონისძიება მიეძღვნა.
ღონისძიებით ნიკო ფიროსმანის დაბადებიდან 163 წლისთავი აღინიშნა. ღონისძიება, რომელსაც ხელოვნების პედაგოგი ნინელი სამსიანი ხელმძღვანელობდა შთამბეჭდავად წარიმართა.
მოსწავლეებმა საინტერესოდ წარმოაჩინეს ნიკო ფიროსმანის ბიოგრაფია, მისი ტრაგიკული სიყვარული „აქტრისა მარგარიტასდმი“, მოყვნენ უკვდავ ისტორიას თუ როგორ გაყიდა მხატვარმა დუქანი და ურმებით გაუგზავნა წითელი ვარდები ფრანგი მოცეკვავეს. ამ ფაქტის ზეგავლენით კი შეიქმნა პოპულარული. სიმღერა.
მე-10 კლასის მოსწავლე გეგი პირველმა დიდი ოსტატობით მოირგო ნიკო ფიროსმანის როლი.
მოსწავლეებმა შექმნეს ნიკო ფიროსმანის ნახატები, რომელიც გამოფინეს ღონისძიებაზე.
სკოლის დირექტორმა ბატონმა რაულ გულბანმა, მადლობა გადაუხადა პედაგოგ ნინელი სამსიანს, მოსწავლეებთან ერთად, ჩატარებული ღონისძიებისთვის და წარმატებები უსურვა.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად